მთავარი » ბიზნესი

ბიზნესი

„ბაზარზე ნატურალური წვენების 90% ნატურალური არ არის“

„ბაზარზე ნატურალური წვენების 90% ნატურალური არ არის“

„ბაზარზე ნატურალური წვენების 90 პროცენტი ნატურალური არ არის“ -ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. აქედან გამომდინარე, ჭყონია განმარტავს, რომ ბაზარზე ნატურალური წვენების რეგლამენტირება აუცილებელია. როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტის შემცველი სასმელების რეგლამენტირებაზე მუშაობს. ჭყონიას განცხადებით, ის უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე 40 წლის განმავლობაშია და იცის, რომ ყველაფერი, რასაც დღეს რეკლამირებას ...

დაწვრილებით »

ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგურ სუპერმარკეტებში გაიყიდება

ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგურ სუპერმარკეტებში გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია “არომაპროდუქტის” მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგური სუპერმარკეტების ქსელ “City Super”-ის დახლებზე გაიყიდება. კომპანიამ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე “Hofex 2017” მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და ხელშეკრულების  გაფორმება შეძლო ზემოთხსენებულ ქსელთან. კომპანია “არომაპროდუქტი” ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი  პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში ...

დაწვრილებით »

ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის მწვავე დეფიციტია

ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის მწვავე დეფიციტია

საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ქონება დაზღვეული არ იყო, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. წლების განმავლობაში დაზღვევის სფეროს სპეციალისტები საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის კულტურა. დაზღვევის საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ვერ ხდება  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მეორე მხრივ კი, საქართველოში ვერა და ვერ ამუშავდა დაზღვევის ცივილიზებური ფორმა და ...

დაწვრილებით »

თიბისი კაპიტალმა ნიკორას ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა

თიბისი კაპიტალმა ნიკორას ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა. ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი დოლარია, ვადა – 2 წელი, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. „საქართველოს ბაზრისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ემისია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა,“- განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „ნიკორას“ გენდირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, ახალი ობლიგაციების გამოშვება კომპანიას დაეხმარება ფინანსების მოქნილად მართვასა ...

დაწვრილებით »

ფარმაცევტული ბაზარი ისევ ბურუსითაა მოცული

ფარმაცევტული ბაზარი ისევ ბურუსითაა მოცული

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პრობლემა შეინიშნება, რასაც ყურადღება კონკურენციის სააგენტომ უნდა მიაქციოს. არსებობს მოსაზრება, რომ ბაზარზე მოთამაშე 4 წამყვანი კომპანია კარტელურ გარიგებაშია და შეთანხმებულად არეგულირებს ფასებს. ფაქტი, რომ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა 2018 წლამდე გადაიდო, მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სსიპ. სამედიცინო ...

დაწვრილებით »

ირაკლი რუხაძემ ,,ლიბერთი ბანკი” შეიძინა

ირაკლი რუხაძემ ,,ლიბერთი ბანკი" შეიძინა

ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ,,ლიბერთი ბანკი” პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებულმა ცნობილმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ შეიძინა. გარიგების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ამ გარიგებას ხანგრძლივი პრეისტორია აქვს.  წელიწადზე მეტი იქნება გასული, რაც ,,ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ვლადიმერ გურგენიძე და იმჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაემშვიდობნენ კოლექტივს. მაშინ არველაძე რეალურად წავიდა ბანკიდან, გურგენიძე კი დღემდე სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოსტს ინარჩუნებს. ...

დაწვრილებით »

კახა ბექაური – ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი

კახა ბექაური - ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მდგომარება სწრაფად და ეფექტურად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი. კომისია ამის გამოსასწორებლად ფუნდამენტურ ცვლილებებს გაატარებს.  „არაერთხელ მითქვამს მედიასთან, რომ მთავარი პრიორიტეტი იქნება ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღება. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ვიანიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი. ეს წლების განმავლობაში დაგროვებული მიზეზებითაა ...

დაწვრილებით »

კონკურენციის სააგენტოს აქტიურობა არასაკმარისია

კონკურენციის სააგენტოს აქტიურობა არასაკმარისია

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2014 წლის აპრილში შეიქმნა და მან მისი წინამორბედი, ანტიმონოპოლიური სამსახური ჩაანაცვლა. კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული თავმჯდომარე. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერმინისტრისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ წინა პრემიერ მინისტრის პირდაპირი დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიების, საქმის შესწავლა და 5 კომპანია ორი მუხლის დარღვევისთვის, 54 მლნ ლარით დააჯარიმა. ეს ...

დაწვრილებით »

„სოკარის“ მომხმარებლებს გაზის ტარიფი 57 თეთრამდე გაეზარდათ

„სოკარის“ მომხმარებლებს გაზის ტარიფი 57 თეთრამდე გაეზარდათ

სემეკ-მა სოკარის გაზის ტარიფი დაადგინა. 1 კუბური მეტრის ფასი 56.94 თეთრი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზის ტარიფის ღირებულება ორ თეთრამდე გაიზარდა. სოკარი საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ამარაგებს ბუნებრივი აირით. რაც შეეხება დედაქალაქს, სემეკ-მა ყაზტრანსგაზის აბონენტებისთვის ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა. კერძოდ, 1 კუბური მეტრის ფასი – 46.15 თეთრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ღირებულება დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაიზარდა.

დაწვრილებით »

საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება

საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება. „გალერია თბილისის“ ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში საერთო ჯამში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman. ახალი კონცეფციით იქნებიან წარმოდგენილი Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც ...

დაწვრილებით »