Home » ფინანსები (page 30)

ფინანსები

საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია

“გილოცავთ და გისამძიმრებთ: საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია” – ამ სათაურით ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “გილოცავთ და გისამძიმრებთ: საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით უკვე მსოფლიო ათეულშია. სადეპოზიტო-საბანკო სისტემებს შორის საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობის სიდიდით მსოფლიოში 9 ადგილზეა აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ...

Read More »

მთავრობა გაკოტრების კანონმდებლობაში ცვლილებებს აანონსებს

მთავრობა გაკოტრების კანონმდებლობაში ცვლილებებს აანონსებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ  სსფ-ის შეხვედრაზე გაკოტრების კანონმდებლობაში ცვლილებები დაანონსა. ნიკოლოზ გაგუამ  განაცხადა,  რომ მიზანი რეაბილიტაციის პროცესის  წახალისებაა. მან  გაკოტრების საქმის წარმოების  ოფიციალური სტატისტიკა მოიხმო, აღნიშნა, რომ  გადახდისუუნარიანობის პროცესი სამწუხაროდ უმეტესად  გაკოტრებით სრულდება. კანონმდებლობის  გადაწყობის მიზანიც სწორედ გაკოტრების თავიდან აცილებაა და  რეაბილიტაციის  რეჟიმისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. კანონის საბოლოო ვერსია წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ფინანსთა მინისტრის  დაუგეგმავი გამოსვლა   საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა და ...

Read More »

რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს

რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს

“საფინანსო კომპანია საქართველოს” ყოფილი მეანაბრეები პროტესტს განაგრძობენ, გასულ კვირას დაზარალებულებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაზარალებულთა უფლებები უნდა დაეცვა და კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ემუშავა, დღემდე არცერთი მიმართულებით წინ არ წაწეულა. აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. “აფბა” ყურადღებას ამახვილებს ...

Read More »

ბანკებმა 3 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 58 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღეს

ბანკებმა 3 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 58 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 58 382 400 ლარის მოგება მიიღეს. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, ამ ოპერაციებიდან ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა” მიიღო – 21 382 068 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი” – 19 115 633 ლარი, მესამეზე კი „ვითიბი ბანკი” – 4 356 975 ლარი. ამავე ანგარიშგებების მიხედვით, ვალუტის ყიდვა-გაყიდვილად ყველაზე მცირე მოგება – 54 ...

Read More »

საქართველოში ყალბი ერთლარიანები მზადდება

საქართველოში ყალბი ერთლარიანები მზადდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა ერთი ლარის ნომინალის ყალბი ლითონის მონეტებს, რის შედეგადაც, მის მიერ საერთო ჯამში გასაღებულია 5 357 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის ...

Read More »

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) გაანგარიშებისა და დაცვის მეთოდოლოგია დაამტკიცა. როგორც სებ-ში განმარტავენ, ბაზელ III-ის LCR წარმოადგენს მოკლევადიანი (30 დღემდე) ლიკვიდობის მართვის საერთაშორისოდ გავრცელებულ, თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას და ამ ტიპის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. მისი დანერგვა ასევე ...

Read More »

მათე გაბიცინაშვილი: 94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია

მათე გაბიცინაშვილი: 94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია

94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია – ამის შესახებ  მედია პლატფორმა european.ge-ს სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელმა, მათე გაბიცინაშვილმა “ბიზნეს კოდში” სტუმრობისას განაცხადა. “94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია. არ არსებობს მსოფლიოში ერთი ქვეყანაც კი, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ერთადერთი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს ამა თუ იმ მთავრობამ, რომელიც რაღაცა იდეებით ლეგიტიმურად მოვიდა ხელისუფლებაში. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც კონსტიტუციაში წერდა, რომ ერთადერთი ...

Read More »

ლაშა პაპაშვილი: თუ სხვებივით 20 კაპიკიანი არ იქნება, ჩინური ბანკი გაამართლებს

ლაშა პაპაშვილი: თუ სხვებივით 20 კაპიკიანი არ იქნება, ჩინური ბანკი გაამართლებს

$300 -მილიონიანი კაპიტალის ჩინური  ბანკის შემოსვლით ბაზრის განეიტრალების იმედი აქვს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. „კარგი იქნება იმ შემთხვევაში თუ დაეჯახება 2 წამყვან ბანკს და ბაზარი 80/20-ის  პროპორციული წყობით კი არ იქნება წარმოდგენილი, არამედ იქნება დივერსიფიცირებული“, – განუცხდა GBC-ის ლაშა პაპაშვილმა. მან შედარება გააკეთა ბაზარზე ჩინური კაპიტალით მოქმედ ბანკთან, რომელმაც ვერ შეძლო ბაზრის 3 სუბიექტზე გადანაწილება. პაპაშვილი ამბობს, რომ ბაზრის გამსხვილების მომხრეა, ...

Read More »

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პროფილით იქნება ახალი ბანკი წარმოდგენილი“

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პროფილით იქნება ახალი ბანკი წარმოდგენილი“

საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება. შეთანხმება ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმზე გაფორმდა. დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა. საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორის, გიორგი ცუცქირიძეს თქმით, პირდაპირ იმის თქმა, რომ ახალი ბანკი იქნება მსხვილი ბანკების კონკურენტი, არ არის სწორი, რადგან ჯერ დეტალურად არ არის ცნობილი თუ რა ფუნქცია ექნება ამ ახალ ბანკს. „ნამდვილად არ ვიცი დეტალურად თუ რა ფუნქცია ...

Read More »

პირველ კვარტალში „საქართველოს ბანკის” წმინდა მოგება 342%-ით, „თიბისი ბანკის” კი 81 %-ით გაიზარდა

პირველ კვარტალში „საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 342%-ით, „თიბისი ბანკის" კი 81 %-ით გაიზარდა

საქართველოს საბანკო სექტორში წარმოდგენილ 2 მსხვილ ბანკს – „საქართველოს ბანკსა” და „თიბისი ბანკს” მოგება მნიშვნელოვნად გაეზარდათ. კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, „საქართველოს ბანკის” წმინდა მოგება 2017 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 342 %-ით გაიზარდა, 26,752,617-დან 118,358,999 ლარამდე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო, არასაპროცენტო და საკომისიო შემოსავლების ზრდით. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ზარალი ...

Read More »