Home » ფინანსები

ფინანსები

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ...

Read More »

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

საცალო ქსელში თამბაქო 10 თეთრით გაძვირდა. როგორც თამბაქოს იმპორტიორები აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურება და გასულ წელს გაზრდილი აქციზია. იმპორტიორების განმარტებით, აქციზის ფაზის ზრდის ფონზე მათ მოახერხეს და თამბაქოს საფასური ნაწილობრივ გაზარდეს, თუმცა მიმდინარე წელს ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.

Read More »

„გალერია თბილისში“ პარკინგი ფასიანი ხდება

„გალერია თბილისში“ პარკინგი ფასიანი ხდება

26 იანვრიდან სავაჭრო ცენტრის „გალერია თბილისის“ ავტოსადგომი ფასიანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო ცენტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.  „ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, ჩვენი მომხმარებლებისთვის ავტოსადგომზე შემოსვლა გართულებული იყო. ამ პროცესს ისიც ართულებდა, რომ „გალერია თბილისის“ ავტოსადგომზე ავტომობილს ჩვენი მომხმარებლების გარდა, ის მოქალაქეებიც აჩერებდნენ, ვინც მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა მოგვეწესრიგებინა,“-აღნიშნავენ „გალერია თბილისში“. რაც შეეხება ტარიფებს, დღის 10 ...

Read More »

რომელი უმსხვილესი ცენტრალური ბანკების ინფლაციის პროგნოზია ყველაზე ცუდი

რომელი უმსხვილესი ცენტრალური ბანკების ინფლაციის პროგნოზია ყველაზე ცუდი

Bloomberg-ი ყველაზე ზუსტი პროგნოზის მქონე უმსხვილეს ცენტრალურ ბანკებს ასახელებს არცერთი ცენტრალური ბანკი არ არის სრულყოფილი პროგნოზების კეთებისას, თუმცა უმსხვილესი ცენტრალური ბანკებიდან პროგნოზირების კეთებისას ყველაზე დაბალ ეშელონზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგლისის ცენტრალური ბანკია. Bloomberg-მა შვიდი ქვეყნის ცენტრალური ბანკების მონაცემებზე დაკვირვების შედეგად (იტალია, კანადა, აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია), ინგლისის ცენტრალური ბანკი სიის ბოლო ადგილზე გაიყვანა. სამ საუკუნოვან ...

Read More »

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა

თბილისი სიძვირის მიხედვით რეგიონის ლიდერი გახდა

ფასების დონით თბილისი რეგიონში აშკარად ყველაზე ძვირი ქალაქია.  პროდუქტის სიძვირით თუ მომსახურების ტარიფებით, მათ შორის კომუნალური გადასახადების სიდიდითა და უძრავი ქონების ღირებულებით, ჩვენი დედაქალაქი პირველობას არ თმობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, სხვა ქვეყნების დედაქალაქებს თუ შევადარებთ, თბილისი უდავოდ ლიდერია, იშვიათი გამონაკლისის გარდა. საწვავის ფასით რეგიონში მხოლოდ სომხეთი გვისწრებს, ისიც – უმნიშვნელოდ, მაგრამ იქ გაცილებით ნაკლები ღირს თამბაქო, რაც ჩვენთან ყველაზე ძვირია. საქართველო ...

Read More »

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდა

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდა

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდება ის სექტორები და ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ზედმეტობით გადახდილ დამატებითი ღირებულების გადასახადს ავტომატურად, პროგრამული სისტემის საშუალებით ხუთ დღეში დაიბრუნებენ. ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ამისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ, ზედმეტობის დაბრუნებისთვის 14 დღე აქვთ. ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივის შესახებ რამდენიმე დღის წინ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა. ბახტაძე ვარაუდობს, რომ ცვლილებების შედეგად ბიზნესში სამჯერ მეტი თანხა ...

Read More »

„უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის“

„უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის“

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „გასული წლის ბოლოს შევხვდით აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს, სადაც ჩვენ მათ დავპირდით, რომ 2018 წელს მათ არ ექნებათ ხარჯი და სახელმწიფო გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით დაფინანსებას. გიდასტურებთ, რომ წელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ამ ხარჯის გაღებას“, – განაცხადა ...

Read More »

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. ”საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მეწარმეებისთვის იმ მასშტაბური რეფორმის აღსრულებას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ გასულ წელს ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრის დროს. ამავე დროს, ეს რეფორმა განვიხილეთ 2018 წლის ბიუჯეტის ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით

2017 წლის ბიუჯეტი შესრულებულია გადაჭარბებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს წინასწარი მონაცემები. „ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებითაა შესრულებული 120 მილიონი ლარით. ჩვენ 18-20 იანვარს გვექნება უკვე დეტალური ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტსაც წარვუდგენთ და ამაზე ბრიფინგიც გაიმართება, სადაც ბიუჯეტის თითოეულ პარამეტრზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. დღეს ...

Read More »

რა მოხდება, თუ ქვეყნები კრიპტოვალუტაზე გადავლენ

რა მოხდება, თუ ქვეყნები კრიპტოვალუტაზე გადავლენ

მსოფლიოში ელექტრონული ფული ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება. ქვეყნების მთავრობებმა უკვე დაიწყეს მუშაობა კრიპტოვალუტაზე გადასასვლელად. მათ შორის პიონერები – აშშ, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია, კანადა, ვენესუელა, ესტონეთი, შვედეთი და ურუგვაი არიან. ​აღნიშნული ქვეყნების მთავრობები მსჯელობენ, თუ რა ფორმით შეიტანონ კრიპტოვალუტა სახელმწიფო სისტემაში. ბუნებრივია, მათ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები აქვთ, თუმცა “ცხადია, რომ სამთავრობო ელექტრონული ფული ცენტრალიზაციის ახალი ერის მაუწყებელი იქნება”, – წერს Mashable-ს ბიზნეს რეპორტიორი ...

Read More »