Home » ეკონომიკა (page 5)

ეკონომიკა

“წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება”

"წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება"

წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 %-ის ფარგლებში იქნება,- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა. “ ჩვენ უკვე ეკონიმიკური ზრდის 8 თვის წინასწარი მონაცემები გვაქვს და წინასწარი შეფასებით 4.7 %-ია.  ექსპორტი საკმაოდ გაზრდილი გვაქვს, სხვა მაჩვენებლებიც გაზრდილია, რომელიც ეკონომიკაშია. კერძო ინვესტიციების ზრდა გვაქვს და შესაბამისად ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 4,5 ...

Read More »

2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით გაიზარდა

2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 258 382 მგზავრი, რაც 49.35%-ით (1 076 699 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 181 683 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2017 წლის 9 თვის განმავლობაში, თბილისის ...

Read More »

“მიწა საკმაოდ მგრძნობიარე რესურსია, თუმცა მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეეშალოს”

"მიწა საკმაოდ მგრძნობიარე რესურსია, თუმცა მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეეშალოს"

საქართველოს მსგავს მცირემიწიან ქვეყანაში მიწა საკმაოდ მგრძნობიარე რესურსია, ამიტომ ჩვენ გვმართებს ძალიან სერიოზული ბალანსის დაჭერა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიწასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეეშალოს და ამის დისკრეცია მთავრობას უნდა ჰქონდეს. “სხვა მიმართულებით მიწა არის საკმაოდ შეზღუდული და საქართველოს მსგავს მცირემიწიან ქვეყანაში საკმაოდ მგრძნობიარე, ...

Read More »

“ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო არ არის”

"ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო არ არის"

ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყანისთვის მთლად სასარგებლო არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში კონკრეტულად რომ განიხილებოდეს, არ მსმენია. ამ კანონმდებლობაზე საუბარი ოთხი წელია მიდის. ეს გულისხმობს ფასების კონტროლს, რაც ჩვენს მსგავს, პატარა და ღია ეკონომიკაში, რომ გითხრათ, რომ მთლად სასარგებლო იყოს, ალბათ, ...

Read More »

„მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ვალის კლების ტენდენცია გვექნება“

„მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ვალის კლების ტენდენცია გვექნება“

მას შემდეგ, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდება, ვალის კლების ტენდენცია გვექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა 2 მლრდ 38 მლნ ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს, თუმცა კაკაურიძის განცხადებით, ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 45%-ის ფარგლებშია. „ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ვალის ...

Read More »

რაჭაში კიდევ ერთი შვეიცარული სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება

რაჭაში კიდევ ერთი შვეიცარული სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება

შვეიცარულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭაში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. მათივე ცნობით, ფერმის ასაშენებლად 95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის მხარდასაჭერად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ...

Read More »

„3 წლის განმავლობაში დედაქალაქში 200 მილიონ ლარს დავხარჯავთ“

„3 წლის განმავლობაში დედაქალაქში 200 მილიონ ლარს დავხარჯავთ“

“ქართული – ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს წარმომადგენლებს შეხვდა. GWP-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს კომპანიის 3 წლიანი გეგმა გააცნეს. “ჩვენ გვქონდა საუბარი კომპანიის 3-წლიან განვითარების გეგმებზე. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 200 მილიონი ლარს დახარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მათ შორის ...

Read More »

სექტემბრის თვის ეკონომიკური პანორამა

სექტემბრის თვის ეკონომიკური პანორამა

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა თუ არ ჩავთვლით ლარის გაუფასურებას. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკა დაგეგმილზე (4%) მცირედით მეტად იზრდება. მეორე კვარტალში მშპ-ს 4,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაშიც მთავარი წვლილი გაზრდილ ექსპორტსა და საგარეო ვაჭრობაზე მოდის. აქვე საყურადღებოა ჩინური ინვესტიციების ზრდა ბოლო პერიოდში, რაზეც ჰუალიგ ჯგუფის აქტივობაც მიანიშნებს. როგორც ყოველთვის საბანკო სფეროსთვის წარმატებული თვე იყო და საერთოდ 2017 წელი რეკორდული ...

Read More »

საპენსიო რეფორმის გამოწვევები – დადებითი და უარყოფითი მხარეები

საპენსიო რეფორმის გამოწვევები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

არის თუ არა საქართველო საპენსიო რეფორმისთვის მზად – ეკონომისტები საპენსიო რეფორმას სკეპტიკურად უყურებენ რეგიონში ყველაზე დაბალი პენსია საქართველოშია მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, სიღარიბის დაძლევის გზების ძიება მუდამ აქტუალურია. ამ გზაზე ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად იქცა პენსიის საკითხი. უმრავლესი პოლიტიკური პარტიის დაპირება პენსიების შესაძლო ზრდაა, თუმცა დაპირების მიღმა ხშირშემთხვევაში ეკონომიკური გათვლების სიმწირეა და დაპირება კვლავ დაპირებათვე რჩება. საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია საქართველოს ...

Read More »

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე -7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად. „2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში ...

Read More »