Home » ეკონომიკა (page 20)

ეკონომიკა

Tesla-ს 4 ახალი გიგაქარხნიდან, შესაძლოა, ერთი საქართველოში აშენდეს

Tesla-ს 4 ახალი გიგაქარხნიდან, შესაძლოა, ერთი საქართველოში აშენდეს

ილონ მასკი ახალი ქარხნებისათვის ასაშენებელი ტერიტორიების შერჩევით არის დაკავებული. კომპანია “ტესლას” დამფუძნებელი წლის ბოლომდე კიდევ 4 ახალი გიგაქარხნის მშენებლობას გეგმავს. წლის დასაწყისში, მასკმა განაცხადა, რომ ორი-სამი ახალი გიგაქარხნის აშენებას აპირებს. ახლახანს კი, TED-ის კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ არა 2-3, არამედ 4 ახალი გიგაქარხნის აშენებას აპირებს. „წლის ბოლომდე ორი ან ოთხი ახალი ქარხნის ადგილმდებარეობას გამოვაცხადებ. ალბათ ლაპარაკი იქნება ოთხზე“, – განაცხადა ილონ ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: საქართველომ გარდატეხის პერიოდი წარმატებით გაიარა

მსოფლიო ბანკი: საქართველომ გარდატეხის პერიოდი წარმატებით გაიარა

საქართველოს ეკონომიკის 4%-იანი ზრდა რეალურად მიაჩნია მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს, მერსი ტემბორს, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ანგარიშში, საქართველოს მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, ბანკს 5,2%-დან 3,5% აქვს შემცირებული. ახალი ანგარიშის წარდგენისას მერსი ტემბორმა აღნიშნა, რომ თუ აქამდე ქვეყნის ეკონომიკა ფისკალ-სტიმულებზე იყო დამოკიდებული, ახლა სტრუქტურულ სიძლიერეს ეყრდნობა, ბიზნესის კეთების ინდიკატორები გაუმჯობესებულია. ამასთან, ტემბორი 6 თვის წინანდელ პესიმისტურ განწყობასაც იხსენებს, რაც რადიკალურად შეიცვალა ...

Read More »

აფბა: ფინანსურ პირამიდებს მარეგულირებელი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს

აფბა: ფინანსურ პირამიდებს მარეგულირებელი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, ეხმაურება ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიების გააქტიურებას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მომრავლდნენ კომპანიები, რომლებიც ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებენ და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლები შეცდომაში შეყავთ. „ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ასეთი ორგანიზაციების ...

Read More »

აჭარაში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

აჭარაში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. ახალი აგრომარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც აგრომარკეტების ქსელის შექმნას გულისხმობს. აგრომარკეტის გახსნით იქმნება აგროპროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია გარე ვაჭრობისას შეძენილ პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ...

Read More »

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში 32 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაშიც 500 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, – ამის შესახებ Allnews-ს “გროს ენერჯი ჯგუფის” ხელმძღვანელმა, ანგული ტყებუჩავამ განუცხადა. მისი თქმით, რამდენიმე მცირე ჰესის მშენებლობა უახლოეს მომავალში უკვე დაიწყება, რომელთა დასრულების დრო დაახლოებით, 2-3 წელიწადია. “ყველაზე მასშტაბური 114 მეგავატი სიმძლავრის ტეხურას კასკადია, რომელშიც დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მდინარე ხაიშურაზე 35 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, შედარებით ...

Read More »

ADB “სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს

ADB "სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს

ბუნებრივი აირის უმსხვილეს პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა და აზიის განვითარების ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული გარანტირებული შეთანხმება “შაჰ-დენიზი 2” პროექტის შემუშავებასა და განვითარებას შეეხება და 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს იაპონიაში, ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ საქართველო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ...

Read More »

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლება ადგილობრივი და მცირე ავიაციის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. შენდება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომები, როგორიცაა: ამბროლაურის აეროპორტი – ინვესტიცია 14 მილიონი ლარი; მესტიის აეროპორტი – ინვესტიცია 20 მილიონი ლარი; მთავრობას აგრეთვე დაანონსებული აქვს ადგილობრივი აეროპორტების მშენებლობა ახალქალაქში, თუშეთში, ზუგდიდსა და ომალოში. აღნიშნული პროექტების პარალელურად, გვაქვს სურათი, სადაც ადგილობრივი საავიაციო კომპანიები ვერ ვითარდებიან. ერთადერთი ავიაკომპანია, “სერვისეირი”, რომელიც ...

Read More »

ჩინეთში ღვინის ექსპორტი 207 პროცენტით გაიზარდა

ჩინეთში ღვინის ექსპორტი 207 პროცენტით გაიზარდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების  ექსპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. 54%-ით, 41.4 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. საექსპორტო ბაზრების ხუთეული რუსეთი 11 076 205 +87% ჩინეთი 2 391 981 +207% უკრაინა 1 874 212 +26% პოლონეთი 814 882 ...

Read More »

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში უწყება 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, 35%-ით მეტი ვიდრე შარშან. ამავე პერიოდში ტრანზიტული რეისების რაოდენობამ 7%-ით, 31 426 ერთეულამდე მოიმატა. “ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ...

Read More »

საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად იზრდება – მთავარი ტემპის შენარჩუნებაა

საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად იზრდება - მთავარი ტემპის შენარჩუნებაა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 4%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა წლის დასაწყისშია მიღწეული, როცა ტრადიციულად ეკონომიკური აქტივობები შენელებულია. შესაბამისად, მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »