Home » ახალი ამბები

ახალი ამბები

სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული

სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 1 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება. „წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი ...

Read More »

ბექა ნაცვლიშვილი – სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება

ბექა ნაცვლიშვილი - სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება

მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. დეპუტატი გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩაზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც მან ტერიტორიის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევაკუაცია მომხდარია იმ ფარგლებში, რის საჭიროებაც სამართალდამცველებს ჰქონდათ. ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს ოპერაციის დეტალებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სპეცოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.

Read More »

“დაგეგმილი გვაქვს გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება”

"დაგეგმილი გვაქვს გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება"

ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის ქუჩას ესტაკადით დაუკავშირდება, გმირთა მოედნიდან “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით კი გზა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. “ჩვენ გეგმებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტს. ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდი საცობებია. აქ გვინდა, რომ ესტაკადა გავაკეთოთ. გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია. აქ გვაქვს ...

Read More »

რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა

რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. როგორც „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი ამბობს, სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადაეცეს, ლენინი უნდა დამარხონ, ხოლო ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნა ფედერალურ დონეზე უნდა უკვდავყონ. „სტალინის ნეშტს რაც შეეხება, უნდა გამოვიჩინოთ კეთილი ნება და საქართველოს უნდა გადავცეთ, რომ სამშობლოში დაკრძალონ. საქართველო იყო საბჭოთა კავშირის წევრი, რომლის მეთაურიც იყო სტალინი. ამიტომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება, ...

Read More »

საქართველო აშშ-სგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს

საქართველო აშშ-სგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს

საქართველო აშშ-ისგან მსოფლიოში ცნობილ და ყველაზე ეფექტურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს შეიძენს. Javelin-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გარიგებას მხარი დაუჭირა. საუბარია 75 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკაზე. Javelin პირველად საქართველოში 2017 წლის აგვისტოში გამართული მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ (Nobel Partner) დროს ჩამოიტანეს. „რკინის შუბი“ – Javelin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მობილური ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია. ის ანადგურებს ყველა სახის ...

Read More »

ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​ 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა

ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​ 350 ადამიანი მოიწამლა და 82 გარდაიცვალა

“ყაზტრანსგაზ თბილისის” კომპანიის მთავარი ინჟინრის, გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში CO-თი​  350 ადამიანი მოიწამლა და 82 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მისივე თქმით, 2016 წელს CO-თი​​ 125 ადამიანი მოიწამლა, ხოლო 29 გარდაიცვალა. „ამ ყველაფრის პრევენციის მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაიწყო კამპანია – „მეტი უსაფრთხოებისთვის“. სამწუხაროდ, აბონენტთა 40% ჩვენი თანამშრომლების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობს. ესენია ღია წვის კამერიანი დანადგარები, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვკრძალავთ“, – ...

Read More »

SPAR საქართველომ წელს უკვე 14 მაღაზია გახსნა

SPAR საქართველომ წელს უკვე 14 მაღაზია გახსნა

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდ „SPAR“-ს წელს საქართველოში უკვე 14 მაღაზია შეემატა.  ამჟამად „სპარი“ საქართველოში 40 მაღაზიას ითვლის და კიდევ 40 მარკეტის გახსნაა დაგეგმილი მომავალ წელს. ბრენდის მენეჯმენტში განმარტავენ რომ 2017 „სპარისთვის“ საკმაოდ დატვირთული წელი გამოვიდა. საკუთარი მარკეტების გარდა, სპარმა რეგიონული განვითარების გეგმის ფარგლებში წელს 3 ფრენჩაიზინგის პროექტი ჩაუშვა. სპარის ბრენდის სახელით, ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მარკეტები გაიხსნა სამტრედიაში და ...

Read More »

კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 16 ნოემბერს, მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის ორგანიზებით,ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – მომავლის განათლება. კონსორციუმის მმართველი საბჭოს სხდომის შეხვედრაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: ძალიან ...

Read More »

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ახალ მზიურში ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა. კამპანიის წარდგენას პროექტის მხარდამჭერი საზოგადოებისთვს ცნობილი სახეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე  და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე gwp-ის მიერ მომზადებული ახალი სოციალური კლიპის პრემიერა გაიმართა. კამპანიაში ჩართულმა ადამიანებმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ...

Read More »

shop.tegetamotors – „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

shop.tegetamotors – „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

„თეგეტამ“ მრავალფუნქციური პორტალი shop.tegetamotors  შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს. დღეისათვის კატალოგში წარმოდგენილია  საბურავების და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი. ონლაინ კატალოგის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი, მოიძიოს რომელ ფილიალში და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი და დაარეზერვოს. კატალოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე shop.tegetamotors.ge მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. „თეგეტა ქარდის“ მფლობელები კი პროდუქციის ფასს მათი ბარათის შესაბამისი ...

Read More »