Home » ეკონომიკა » 9 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1,2 მლრდ ლარი დახარჯეს
9 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1,2 მლრდ ლარი დახარჯეს

9 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1,2 მლრდ ლარი დახარჯეს

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით მილიარდ 249 მილიონ 674 ათასი ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,5%-ით მეტია. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ამ დანახარჯმა 956 მილოონ 934 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2018 წლის სექტემბერს, წინა თვეში ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 152 მილიონ 89 ათასი ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 34 მილიონ 942 ათასი ლარით მეტია.

ამასთან, სექტემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 32 მილიონ 363 ათასი ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებითა და ინტერნეტით კი 119 მილიონ 727 ათასი ლარის ოპერაცია შესრულდა.

Share