Home » საზოგადოება » 8, 9 და 10 ივლისს ბათუმში არტ-ფესტივალი ,,არგანი’’ ჩატარდება
8, 9 და 10 ივლისს ბათუმში არტ-ფესტივალი ,,არგანი’’ ჩატარდება

8, 9 და 10 ივლისს ბათუმში არტ-ფესტივალი ,,არგანი’’ ჩატარდება

Batumi ArtFest “ARGANI”

                                               

 2017 წლის 8 ივლისს, ბათუმში არტ ფესტივალი,,არგანი’’/Batumi ArtFest “ARGANI” აიღებს სტარტს. სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი  ბრწყინვალე არტ-მოედნად იქცევა, რომელიც  მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ,ფოტოგრაფებს, მოქალაქეებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს გააერთიენებს. აქ თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერ-კლასებს, შოუ-პროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებას შემოგთავაზებენ  და სილამაზის სამყაროში გამოგზაურებენ!

 

არტ ფესტივალი გთავაზობთ:

  • ქართველი და უცხოელი ოსტატების მიერ შექმნილ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას;
  • ხატვის და ცეკვის მასტერ-კლასებს;
  • იოგას სუფთა ჰაერზე;
  • მხატვრების და ფოტოგრაფების გამოფენას;
  • არტ-ობიექტების და გრაფიტის შექმნას;
  • ბავშთა ზონას სპორტული და სახალისო აქტივობებით;
  • ფუდ-ზონას ( ალკოჰოლის და ხორც-პროდუქტების გარეშე) ;
  • “მერაბის” ცხოველთა თავშესაფარის ზონას;
  • ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებას ღია ცის ქვეშ ;
  • წარმოდგენილი იქნება Fire Show ,მუსიკალური ჯგუფები, DJ ;

 

დასწრება და მონაწილეობა უფასოა!

 მისამართი: 6 მაისის პარკი (ბათუმი)

დასაწყისი:   8 ივლისი, 12:00 საათზე

დასასრული: 10 ივლისი, 23:59 საათზე

ორგანიზატორები:  Travel&Event Company “GEO STUMARI”, საპროდიუსერო ჯგუფი “GO MAMONTS”

საკონტაქტო:    +995 555 306 277 გალინა იანკოვსკაია ;  +995 574 451 340  მალხაზ ბაბლუანი; +995 558 114 998 იანა მახმუდოვა .

ფესტივალის პროგრამის გაცნობა შესაძლებელია ჩვენს facebook გვერდზე:

https://www.facebook.com/arganiartfest

https://www.facebook.com/events/1898650727015

Share