Home » ფინანსები » 7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია
7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია

7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია

ტურიზმიდან შემოსავლები ზრდის კარგ ტრენდს ინარჩუნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.792 მლრდ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ივლისში ამ სექტორიდან შემოსავალი 431 მლნ დოლარია, წლიურ ჭრილში ზრდა 13.7% შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ივლისის შემოსავალი წლის მაქსიმუმზეა.

ტურიზმიდან 2017 წელს საქართველომ 2.75 მლრდ დოლარი მიიღო. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2.16 მლრდ, 2015 -ში 1.93 მლრდ იყო.

Share

About zaza khorbaladze