Home » საზოგადოება » 7 სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა 3,207–ით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურება 6.8 მილიონით გაიზარდა
7 სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა 3,207–ით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურება 6.8 მილიონით გაიზარდა

7 სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა 3,207–ით შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურება 6.8 მილიონით გაიზარდა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ სამინისტროებში, სადაც  2018 წელს  თანამშრომელთა რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდა, იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები.

2017 წელთან შედარებით, 7 სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა 3,207 -ით შემცირდა, თუმცა,  6,8  მილიონით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, დაახლოებით 19 %-ით მცირდება თანამშრომელთა რაოდენობა  თანამშრომელთა რაოდენობა, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯი 2%-ით იზრდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 13 % – ით იკლებს, მაშინ,  როდესაც შრომის ანაზრაურების ხარჯი 12 %-ით იზრდება.

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2017 წელთან შედარებით,  2018 წელს   თანამშრომელთა რაოდენობა 285 -ით არის გაზრდილი და შეადგენს 5070 -ს , 2019 წელს კი ამ რიცხვის შემცირება არ იგეგმება. რაც შეეხება ხელფასის რაოდენობას, ის  ყოველწლიურად მცირდება და მომავალი წლის პროექტის მიხედვით    47505 ლარით არის წარმოდგენილი,  მაშინ როცა,  მიმდინარე წელს  49365, ხოლო წინა წელს დაახლოებით 53840 ლარი იყო.

თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით,   თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს. 2017 წელს მათი რიცხვი  42251 იყო, 2018 წელს 41992, ხოლო  2019 წლის პროექტის მიხედვით,  სამინისტოში დასაქმებულთა რაოდენობა 96-ით მცირდება და შეადგენს 41896-ს.

მოამზადა ანა ბაჟუნაიშვილმა

Share