Home » საზოგადოება » 7 რჩევა, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
7 რჩევა, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

7 რჩევა, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

რამდენიმე დღის წინ, 16 იანვარს გაზის აფეთქებას დიდ დიღომში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაზგამანაწილებელი კომპანიის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი დააკავა.

საქართველოს ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის თქმით, გაჟონვის დროს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ცუდად არიან. გთავაზობთ მის შვიდ რჩევას, რომელიც გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

– დეტექტორის შეძენა (ფასი 20-დან 50 ლარამდე) და სამზარეულოში დამონტაჟება;

– არ იყოს სახლში ყველა ფანჯარა ბოლომდე დახურული;

– სახლის განიავება;

– ყველა საეჭვო შემთხვევაში, როცა შესაძლებელია სადარბაზოში ან სახლში აირი ჟონავდეს,  – გაზგამანაწილებელი კომპანიის საავარიო სამსახურისთვის მიმართვა. თუ არ მოვლენ შეთანხმებულ დროს დარეკეთ ხელახლა, იმდენჯერ, სანამ რეაგირება არ მოხდება;

– საავარიო სამსახურის თანამშრომლებს შეამოწმებინეთ ყველა საეჭვო ადგილი. სუნის არსებობის შემთხვევაში გამოიძახეთ ხელახლა;

– გაზზე მომუშავე დანადგარების დაყენებისას გამოიძახეთ პროფესიონალი ხელოსნები;

– გამოცვალეთ გაზის ხელსაწყოების შიდაწვის კამერები, თუ ამის რეკომენდაცია არსებობს.

on.ge

Share