Home » ფინანსები » 6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა
6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა

6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40 მილიონ ლარზე მეტი, კერძოდ კი 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა 3.4 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს პირველ 6 თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 37.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მივლინების ხარჯის მხარჯავი უწყებების მიხედვით გადანაწილებას, ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ 21.4 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯი სამ თვეში 3 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯი კი 2.7 მლნ ლარით განისაზღვა.

სხვა სამინისტროების მიერ სამი თვის განმავლობაში მივლინებებზე დახარჯული თანხა კი ასე გამოიყურება:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1.9 მლნ ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1.4 მლნ ლარი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი;

ფინანსთა სამინისტრო – 982 928 ლარი;

იუსტიციის სამინისტრო – 392 034 ლარი,

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 187 743 ლარი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი – 107 938 ლარი;

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით,2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 1,4 მილიონი დახარჯეს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულებმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი 6 თვეში მივლინებებზე 853 365 ლარი დახარჯა.

2,3 მლნ ლარი დახარჯეს მივლინებებში მთავრობის ადმინისტრაციამ. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4 მლნ ლარით მეტია.

Share