Home » ფინანსები » 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია

6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია

„6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია“, – ამის შესახებ „თიბისი რისერჩის“ კვლევაშია აღნიშნული.

კომპანია „თიბისი რისერჩმა“ (TBC Research) საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან პირველად, თბილისში რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება. უშუალოდ „თიბისი ბანკში“ კი, გასული კვირის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 7 პროცენტით არის გაზრდილი.

„22-29 ივლისს გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7 პროცენტი შეადგინა. სესხების გაცემა თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30 პროცენტი სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის შვიდი დღის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება“, – მითითებულია ანგარიშში.

Share