Home » ბიზნესი » 4 ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანია
4 ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანია

4 ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანია

მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციამ ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომელმაც შეისწავლა სადაზღვევო კომპანიების ცნობადობა და საზოგადოების მათ მიმართ ნდობის მაჩვენებელი. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ყველაზე ცნობადი სადაზღვევო კომპანიების ოთხეული: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, იმედი ელი და ირაო. გამოკითხულთა 15 %-ისთვის კი არც ერთი კომპანია არაა ცნობილი.

კვლევის არეალი თბილისით შემოიფარგლა და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე პირები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხნენ. რესპოდენტთა შორის იყვნენ როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

Share