Home » საზოგადოება » 390 ლარით მეტი დენის ქვითარზე – რატომ მოუვიდათ გაზისა და ელექტროენერგიის გადაჭარბებული გადასახადი მოქალაქეებს იანვარში?
390 ლარით მეტი დენის ქვითარზე - რატომ მოუვიდათ გაზისა და ელექტროენერგიის გადაჭარბებული გადასახადი მოქალაქეებს იანვარში?

390 ლარით მეტი დენის ქვითარზე – რატომ მოუვიდათ გაზისა და ელექტროენერგიის გადაჭარბებული გადასახადი მოქალაქეებს იანვარში?

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში  მომხმარებლები გაზისა და ელექტრო ენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით, პრეტენზიებს აფიქსირებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ გასულ თვეში დენისა და გაზის გადასახადი მოსალოდნელზე ბევრად  მაღალი მოუვიდათ.  თელასს ანალოგიური პრობლემით ცოტა ხნის წინ სალომე გოგოხიამაც მიმართა. მომხმარებელი ამბობს, რომ დეკემბერთან შედარებით, იანვარში ელექტროენერგიის გადასახადი თითქმის 390 ლარით მეტი მოუვიდა. სალომე გოგოხია მარეგულირებელ კომისიაში ჩივილს აპირებს.

მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები არ უკვირს ენერგოომბუდსმენს. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ იანვრის თვის ელექტოროენერგიისა და გაზის  მოხმარებასთან დაკავშირებით, საჩივრების რაოდენობა ყოველთვის მაღალია. ენერგოომბუდსმენის განმარტებით, ელექტროენერგიის აღრიცხვის მეთოდოლოგია იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ კომპანიას ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს. სალომე ვარდიაშვილის თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის სამსაფეხურიანი ტარიფი მოქმედებს და ჩვენების რამდენიმე დღით ადრე ან პირიქით,  დაგვიანებით აღება შესაბამის ცვლილებებს იწვევს.

სემეკში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში დააფიქსირონ. სემეკის წევრის მაია მელიქიძის

განმარტებით,   მიზეზი,  რის გამოც მოქალაქეებს  გაზის ან დენის საფასური, შესაძლოა, მოსალოდნელზე მაღალი მოუვიდათ, მრავალგვარია. მელიქიძე ამბობს, რომ კომუნალური საწარმოს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში სემეკი სალიცენზიო პირობების დამრღვევ კომპანიას დააჯარიმებს, მოქალაქეს კი ზედმეტად დარიცხულ თანხას ჩამოაწერს.

მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს “სოკარიც”. კომპანიაში აღნიშნავენ რომ ტარიფის ზრდა ერთი მხრივ ზამთრის სეზონის დადგომას და მეორეს მხრივ, იანვარში დღესასწაულების სიმრავლეს უკავშირდება.

მომზადებულია palitranews.ge მიხედვით

 

Share