Home » ფინანსები » 3 წელიწადში საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიებს 1,4 მლრდ დოლარის ჯარიმა დაეკისრათ
3 წელიწადში საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიებს 1,4 მლრდ დოლარის ჯარიმა დაეკისრათ

3 წელიწადში საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიებს 1,4 მლრდ დოლარის ჯარიმა დაეკისრათ

2016-2018 წლებში პრივატიზების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 121 კომანიას 1 436 014 300 დოლარისა და 45 688 239 ლარს ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციაში ნათქვამი.

დარიცხული პირგასამტეხლო ინვესტორებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების მიხედვით განისაზღვრება, სწორედ ამიტომ თანხის ნაწილი უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარშია გამოსახული.

ამასთან, 2018 წელს 47 კომპანია დაჯარიმდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წელს კი ჯამში 7 კომპანიას 178 090 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

“კომპანიას, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს, ერიცხება გარკვეული ოდენობის პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც ასევე განსაზღვრულია ამავე ხელშეკრულებით, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით გაფორმებულ დოკუმენტს,“ – განამრტავენ უწყებაში.

გარდა ამისა, სააგენტოში განმარტავენ, რომ 2019 წელს გამოვლენილი დარღვევების გამო ხელშეკრულებების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება უშუალოდ დაჯარიმებულ კომპანიებს, 2019 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, 12 600 ლარით დააჯარიმა „ენერგო‐პრო ჯორჯია“, მიზეზი კი სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსების ვადის დარღვევა გახდა. 10 500 ლარით დაჯარიმდა შპს „ოცნება“, ა(ა)იპ “ორ ავნერ და ჰანას” 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომელიც სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და რემონტის ჩატარებას ითვალისწინებდა, 73 550 ლარით დაჯარიმდა შპს „სამშენებლო კერამიკა“, რომელმაც მიმდინარე წლის 11 იანვრამადე სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და ამ მიზნით არანაკლებ 1293908 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ვერ შეასრულა, შპს „საბურთალო პალასი“ 30 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან გადაცემულ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება 2018 წლის 30 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყო, ასევე 30 000 ლარით დაჯარიმდა ‐ შპს „გურია რესურს ჯგუფი“, რომელსაც წარმოების დაწყებიდან პროფილის შენარჩუნების და გარკვეული მოცულობის პროდუქციის წარმოების ვალდებულება ჰქონდა. დაჯარიმებულ კომპანიებს შორისაა შპს „გიორგი 2017“, რომელიც 19 440 ლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ საპრივატიზებო 424 000 ლარის გადახდის გრაფიკი დაარღვია.

ხოლო 2018 წელს დაჯარიმებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შორის არიან: შპს „იბერკომპანი“ (უფლებამონაცვლე: შპს “ჰოუმმარტი”), „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში“‐ (უცხოური საწარმოს ფილიალი) (უფლებამონაცვლე: შპს „თემა ჯგუფი“, შპს „კაფსულო“, შპს გრანდ ბილდერი, შპს „კავკას აგრო“, შპს „ანთა დეველოპმენტი” (ყოფილი, შპს “გორგია მოტორსი”), შპს “კატევე ხობი”, შპს ”სითი ემ” , შპს „ენ‐ეიჩ ელ 43“, შპს „განათლების განვითარების ჯგუფი“, შპს ”მალტიპლექს ენერჯი ლიმითედი” (უფლებამონაცვლე: შპს „ჯორჯიან გლობალ უთილითიზ“), შპს „ვუდმასტერი“, შპს „ჯეოპარს“, სს „რუსთავოილი“, შპს „ბლექ სი რიზორთ“, შპს „N ქირონ +“, შპს “შარა”, შპს ”ჰელსი‐ჯორჯია”, შპს “სმარტ ტრეიდინგი”, „რკ თანადგომა“, შპს „ნიუ პლასტიკ ჯი“, შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრი“, სს „კოტეხი‐გურჯაანის ღვინის ქარხანა“, გიორგი თათილაშვილი, აკაკი ჩხაიძე, სს ”აკადემქალაქი‐I” (უფლებამონაცვლე შპს „სადა ქონსთრაქშენი), შპს SAYALI, სს „ენერგო‐პრო ჯორჯია“, შპს „ენერგო ინვესტი”, შპს „ბაბილი“, გია კუპრაძე, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“ (უფლებამონაცვლეები: სს „სტადიუმ ჰოტელ“ და სს „ჰოტელ 1930“, შპს „სამკურნალო ‐ სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპი”, შპს „ზღვის პროდუქტები”, მამუკა დოლიძე, შპს „აა2“, შპს „გრინპაკი“, შპს „ჯორჯიან სტიილ“, შპს „სამშენებლო კერამიკა“, შპს „საქართველოს მიწის კორპორაცია“, შპს “გეო აგრო“, „ფაზის ოილი“, შპს “ქსენიია” (აწარმოე), შპს „გურია რესურს ჯგუფი“ (ყოფილი: შპს „კოკო კომპანია“), შპს „ქეი ბი ფი თბილისი“, შპს „სითი ლოფტი“, შპს „გიორგი 2017“ , შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“.

რაც შეეხება, პრივატიზების პროცესის შედეგად წარმოქმნილი საინვესტიციო ვალდებულებების მოცულობას, 2016-2018 წლებში „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ განხორციელებული პრივატიზების შედეგად წარმოქმნილი საინვესტიციო ვალდებულებების მოცულობამ 276 772 666 ლარი და 28 800 000 დოლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს 106 082 706 ლარის ღირებულების, ხოლო მიმდინარე წლის განმავლობაში 1 615 700 ლარის საინვესტიციო ვალდებულება წარმოექმნათ კომპანიებს პრივატიზების პროცესის შედეგად.

Share