Home » საზოგადოება » 3.5 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან – თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს
3.5 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან - თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს

3.5 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან – თბილისის მერია 60 ავტომობილს ყიდულობს

თბილისის მერია 60 ახალი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ახალი ავტომობილებისთვის ბიუჯეტიდან 3.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს და ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. “ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხის, საკრებულოს სხდომაზე დაყენებას გეგმავენ.

„დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები კიდევ უფრო კომფორტულ ავტომობილებში გადასხდებიან.

60 ათას ლარს გადავიხდით ბიუჯეტიდან ერთ ავტომობილში. ამ დროს ადამიანები ცხოვრობენ გაჭირვებაში. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოს სხდომაზე,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი

Share