Home » ბიზნესი » „26 მაისი“ Coca-Cola-ს ეტიკეტზე
„26 მაისი“ Coca-Cola-ს ეტიკეტზე

„26 მაისი“ Coca-Cola-ს ეტიკეტზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, Coca-Cola სპეციალური ეტიკეტით იყიდება – „კოკა-კოლა კლასიკურის” 0,5 ლიტრიან შეფუთვაზე „26 მაისი“ წერია. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი გოგა რობაქიძე ამბობს, ეს ლიმიტირებული გამოშვება ბრენდის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

„ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის მიდგომა ასეთია – იშვიათად უშვებს გამონაკლისებს, რომ თავისი ლოგოს გვერდით რაიმე ნიშანი დაიტანონ. საქართველოში, სპეციალური ეტიკეტით ერთადერთხელ გამოვუშვით პროდუქტი, ისიც მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე და პრინციპში, საერთაშორისო შეფუთვა უფრო იყო. ახლა კი, 26 მაისისთვის, პირველად გავაკეთეთ ქართული თემატიკით ეტიკეტო. პირველ რიგში, ამით, ბრენდი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გამოეხმაურა. გარდა ამისა, სადღესასწაულო შეფუთვა ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, რადგან ამ ეტიკეტით ჩვენი პროდუქციის ფოტოები „კოკა-კოლას“ გლობალურ გვერდზეც გავრცელდება. რაც მთავარია, ეს არის საკოლექციო შეფუთვა, გამოვა ლიმიტირებული რაოდენობით და იქნება ისტორიული მოვლენა  კოკა-კოლას გლობალურ ოჯახში“, – ამბობს გოგა რობაქიძე.

 

marketer.ge

Share