Home » ახალი ამბები » 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება
26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.  პროექტის პირველ და მეორე  ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძის  წყალსადენის და წყალარინების ქსელები შეიცვალა.

პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ სისტემაზე  საკვანძო ჭები, ჰიდრანტები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. აღნიშნულ ორ მონაკვეთზე წყალმომარაგების სიტემის განახლებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგვისტოს პირველ კვირაში დაასრულებს.

კომპანია ხვალ, 26 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  ხვალ, 26 ივლისს დილის 10:00 საათიდან  27 ივლისს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკესაბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის  და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Share