Home » ეკონომიკა » 2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს
2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის.

გია ჟორჟოლიანი მთავრობას მასწავლებლის ხელფსის 100 ლარით გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს. ჟორჟოლიანის განცხადებით, მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს.

მისივე განცხადებით, დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებისათვის, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიარდ ლარს მოუტანს.

“ჩვენ უნდა შემოვიღოთ ახალი საგადასახადო სისტემა. ეს უნდა იყოს პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 პროცენტი”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share