Home » ეკონომიკა » 250 მილიარდზე მეტი ქონებაა ბანკებში – პრაქტიკულად მთელი საქართველო „დაზალოგებულია“
250 მილიარდზე მეტი ქონებაა ბანკებში - პრაქტიკულად მთელი საქართველო „დაზალოგებულია“

250 მილიარდზე მეტი ქონებაა ბანკებში – პრაქტიკულად მთელი საქართველო „დაზალოგებულია“

„250 მილიარდზე მეტი ქონებაა ბანკებში“-ამის შესახებ ეკონომიკის ანალიტიკოსმა ვაჟა კაპანაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„შევარდაძის დროს მხოლოდ რამდენიმე საბანკო პროდუქტი იყო და კრედიტზე ხელმისაწვდომობა რთული იყო. შემდეგ კი გაიზარდა საბანკო პროდუქტების რაოდენობა, სესხები ხელმისაწვდომი და მაცდუნებელი გახდა.

დღეის მდგომარეობით, 250 მილიარდზე მეტი ქონებაა ბანკებში. ფაქტობრივად, საქართველოში აღარ დარჩა ქონება, რომელიც ბანკებში კრედიტების სანაცვლოდ შეიძლება ჩაიდოს. პრაქტიკულად მთელი საქართველო კომერციული ბანკების მიერ არის „დაზალოგებული,“- აღნიშნა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 214.9 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 49.7 მილიონი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 165.2 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 22.7 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 20.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, მაისში 9.5 მლნ
ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7.7 მლნ ლარი იყო.

BPN.GE

Share