Home » ბიზნესი » 25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე
25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე

25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე

25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ბიზნესზე

ჩვენი დროის ყველაზე გამოცდილმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ დღეში 500 გვერდის კითხვა იყო წარმატების გასაღები, იმიტომ რომ “ცოდნა ასე მუშაობს, ის გროვდება როგორც საერთო ინტერესი.”

ეს, ალბათ, არის მიზეზი, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი ბიზნესმენი კითხვას დღის დიდ ნაწილს ანიჭებს. სწორედ ამიტომ კითხულობს ბილ გეითსი 50 წიგნს ყოველ წელს და მარკ ცუკერბეგმა 2015 წელში მიზნად დასიახა კვირა გამოშვებით თითო წიგნის წაკითხვა.

თუ თქვენ გსურთ შეიცნოთ ახალი იდეები, ფიქრის გზები და მოაგროვოთ ცოდნა, მაშინ კითხვა მნიშვნელოვანია. ეს ბიზნესში დაგეხმარებათ.

ქვევით განხილულია ყველა დროის 25 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი თუ თქვენ თქვენი დროის სწორი ინვესტიცია გსურთ. წიგნების სიას Business Insider-ი გვთავაზობს

1.“ბიზნეს თავგადასავლები” – ჯონ ბრუკსი

რა აქვს საერთო  $350 მილიონიან Ford Motor Company-ს კატასტროფას სახელად Edsel-ს და დაუჯერებელ სკანდალს General Electric and Texas Gulf Sulphur-ს? ორივე არის მაგალითი იმისა თუ როგორ განისაზღვრა კომპანია კონრკეტული სასახელო ან სახელის შემლახველი მომენტით. ეს ფაქტები დღესაც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ამ მოვლენების განითარების პირველ დღეს იყვნენ.

დანართი: ბილ გეითსმა თავის ბლოგში დაწერა, რომ უორენ ბაფეტმა არამარტო მოიხსენია ეს წიგნი თავის ფავორიტ ბიზნეს წიგნად, არამედ გეითს პერსონალური კოპია გაუგზავნა წასაკითხად. გეითსი წერს რომ მისი გამოშვებიდან 40 წლის შემდეგ, “ბიზნეს თავგადასავლები” მის საუკეთესო ბიზნეს წიგნად რჩება.

 2.“ინტელექტუალური ინვესტორი” – ბენჯამინ გრემი

მეოცე საუკუნის უდიდესი მრჩეველი ინვესტიციების მიმართულებით. გრემის ფილოსოფია “სწორ ინვესტიციაზე”, რომელიც იცავს ინვესტორებს დიდი შეცდომებისგან და ასწავლის მათ, რომ განავითარონ გრძელვადიანი სტრატეგიები. წიგნი საფონდო ბირჟის ბიბლიად იქცა მისი გამოშვებიდან 1949 წელს.

  1. ინოვატორის დილემა: “რევოლუციონური წიგნი რომელიც შეცვლის თქვენს ხედვას ბიზნესის მიმართ” – კლეიტონ მ. ქრისტენსენი

ეს წიგნი აჩვენებს ლიდერული კომპანიების წარმატებებს და ასევე ჩავარდნებს.

დანართი: სტივ ჯობსმა ეს წიგნი ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რისთვისაც Apple-ს დასჭირდა “Cloud Computing” – ი.

  1. “აუთსაიდერები: რვა არაორდინალური CEO და მათი რადიკალურად რაციონალური გზა წარმატებისკებ” უილიამ ნ. თორნდაიკი

 

რა ქმნის წარმატებულ აღმასრულებელ დირექტორს? უმეტესობას ასეთი დეფინიცია ახსენდება: “მენეჯერი ღრმა ინდუსტრიის ექსპერტიზით.” სხვებმა შეიძლება შემდეგი მახასიათებლები დაასახელონ, როგორიცაა: ქარიზმატულობა, კარგი კომუნიკაციის უნარები და თავდაჯერებულობა. მაგრამ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როცა ორგანიზაციას მართავთ? რა არის კარგი დირექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი? ძალიან მარტივად, ეს განისაზღვრება იმით თუ რა უბრუნდებათ კომპანიის მეწილეებს დიდი ხნის შემდეგ.

 

დანართი:”აუთსაიდერსი” უორენ ბაფეტის #1 რეკომენდირებული წიგნი იქნა Berkshire Hathaway Annual Shareholder Letter – ში (2012).

 

  1. “როგორ მოვიგოთ მეგობრები და მოვახდინოთ ხალხზე ზეგავლენა” – დეილ კარნეგი

დეილ კარნეგის რჩევამ უამრავი ადამიანი აიყვანა წარმატების კიბეზე ბიზნესში და ასევე პერსონალურ ცხოვრებაში. ეს არის ყველა დროსი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბესტსელერი. ეს წიგნი გასწავლით ექვს გზას თავი მოაწონოთ ხალხს, თორმეტ გზას რომ გადმოიბიროთ ხალხი თქვენს გზაზე, ცხრა გზას რომ შეცვალოთ ხალხი გაღიზიანების გარეშე და მეტს.

 

  1. “ომის ხელოვნება” – სან ცუ

მეექვსე საუკუნეში დაწერილი სუნ ცუს “ომის ხელოვნება” დღემდე გამოიყენება საომარი სტრატეგიებისთვის. ნაპოლოენმა, მაო ძედუნმა, გენერალ ვო ნუენ გიაპმა და გენერალ დაგლას მაკარტურმა, ყველამ განაცხადა, რომ ამ წიგნიდან შთაგონება მიიღეს. ომის მსოფლიოს იქეთაც, ბიზნეს და მენეჯმენტ გურუები ასევე იყენებენ სან ცუს იდეებს ოფისში, პოლიტიკაში და კორპორაციებში.

7.”ემოციური ინტელექტი: რატომ არის ის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე IQ” – დანიელ გოლმანი

კარგი მაგალითების გამოყენებით, გოლმანი ასახავს ემოციური ინტელექტის ხუთ მნიშვნელოვან უნარს და აჩვენებს თუ როგორ განსაზღვრავენ ისინი ჩვენს წარმატებას ურთიერთობებში, სამუშაოში და ჩვენს ფიზიკურ კარგად ყოფნაშიც.

 

  1. “იფიქრე და გამდიდრდი!” – ნაპოლეონ ჰილი

მილიარდერების გამოკვლევით, ნაპოლეონ ჰილმა შექმნა ფილოსოფია და ცხოვრების სტილი ფინანსური წარმატებისთვის.

  1. “ქალები, სამუშაო და ლიდერობის სურვილი” – შერილ სანდბერგი

ეს წიგნი აერთიანებს პერსონალურ მოგონებებს, მყარ ინფორმაციას და დამაჯერებელ კვლევას რათა შეცვალოს საუბარი იქიდან თუ რა არ შეუძლიათ ქალებს იმაზე თუ რა შეუძლიათ.

10. “შვიდი ჩვევა მაღალეფექტური ადამიანების” – სტეფენ ქოუვი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და გავლენიანი წიგნი რაც კი ოდესმე დაწერილა.წიგნი მკითხველებს 25 წელია ატყვევებს. მან შეცვალო პრეზიდენტების და დირექტორების ცხოვრებები და ასევე მილიონი სხვა ადამიანის, განურჩევლად ასაკისა და საქმიანობის.

11.”მჭლე სტარტაპი” – ერიკ რაისი

სტარტაპების უმეტესობა ვარდება. მაგრამ ბევრი ჩავარდნის თავიდან აცილება შესაძლებელია. “მჭლე სტარტაპი” არის ახალი მიდგომა, რომელიც ფართოდ გამოიყენება და რომელიც ცვლის კომპანიების შექმნის გზებს და ახალი პროდუქტების შექმნის გზებსაც.

  1. “კარგიდან დიდებულამდე: რატომ ახერხებს ზოგიერთი კომანია ნახტომს და ზოგიერთი კი ვერა” – ჯიმ კოლინსი

 

 

ამ წიგნის ნაპოვნი შედეგები ბევრ მკითხველს გააკვირვებს და მენეჯმენტის სტრატეგიის და პრაქტიკის ყველა ნაწილს გაანათებს.

 

  1. “შავი გედი” – ნასიმ ნიკოლას თეილები

შავი გედი არის მოვლენა. ამ ინოვაციურ და წინასწარმეტყველურ წიგნში, ამბები მარტივად აჩვენებს, რომ შავი გედის მოვლენები თითქმის ყველაფერს ხსნის მსოფლიოზე და ამ დროს ჩვენ – მის მიმართ ბრმა ვართ.

 

14.” ზედმეტად დიდი, საიმისოდ რომ წარუმატებლი იყოს” – ენდრიუ როს სორკინი

ამ წიგნში ეპიზოდებად არის წარმოდგენილი ყველა ის მოვლენა, რამაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

 

  1. “ერების სიმდიდრე” – ადამ სმიტი

ეს წიგნი აღწერს თუ რა ქმნის ერების სიმდიდრეს და დღესდღეობით არის ფუნდამენტური ნამუშევარი კლასიკურ ეკონომიკაში და ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამუშაოს დაყოფა, ნაყოფიერება და უფასო ბაზარი.

 

  1. “ბარბაროსები ჭიშკართან” – ბრაიან ბეროუ და ჯონ ჰელიარი

ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერი, საუკეთესო ბიზნეს ნარატივი, რაც კი ოდესმე დაწერილა, ეს წიგნი არის RJR Nabisco-ს(ამერიკული კონგლომერატი) ჩავარდნის შესახებ.

  1. “ოთახში ყველაზე ჭკვიანი:ენრონის აღზევება და დავარდნა” – ბეთანი მაკლინი და პიტერ ელკინდი

ენრონის სკანდალმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია გააკოტრა 1990-იან წლებში. ამ თემაზე უამრავი სტატია და წიგნი იქნა დაწერილი, მაგრამ მხოლოდ “ოთახში ყველაზე ჭკვიანი” რჩება ნამდვილ განმარტებით ნარატივად.

18.”როცა გენიოსებს არ გამოუვიდათ: აღზევება და ჩავარდნა გრძელვადიანი კაპიტალის მენეჯმენტის” – როჯერ ლოუენშტეინი

ამ წიგნში როჯერ ლოუენშტეინი ხსნის არამარტო იმას, თუ როგორ აგროვებენ და კარგავენ ფონდები თავიანთ ფულს არამედ ასევე თუ რა როლი ითამაშა უოლ სტრიტის კულტურამ მის აღზევებაში და დავარდნაში.

  1. პარტიზანული ბაზარი – ჯეი კონრად ლევინსონი

როდესაც ეს წიგნი პირველად 1983 წელს გამოვიდა, ჯეი ლევინსონმა პატარა ბიზნესმენებისათვის გადატრიალება მოახდინა ამ წიგნით ბაზრის სტრატეგიების აზროვნების მიმართულებით. ლევინსონის ფილოსოფიამ დაბადა ბაზრის შესწავლის ახალი გზები.

 

  1. “საუკეთესოების ძიებაში: გაკვეთილები ამერიკის ყველაზე კარგად გამართული კომპანიებიდან” – ტომას პიტერსი და რობერტ უოტერმენი

ამერიკის ორმოცდასამ საუკეთესო კომპანიაზე დაფუძნებული კვლევით, ეს წიგნი აღწერს რვა საბაზო მენეჯმენტის ხერხს, რომლებმაც ეს ორგანიზაციები წარმატებულები გახადეს.

 

  1. “გაძლებისთვის აშენებული: წარმატებული ჩვევები დიდი კომპანიებისა” – ჯიმ კოლინსი და ჯერი პორასი

კოლინსმა და პორასმა 18 დიდი კომპანია შეისწავლეს და განიხილეს მათი კონკურენცია ერთმანეთთან მიმართებაში.

 

  1. “ქურდების თავშესაფარი” – ჯეიმს სტუარტი

ეს წიგნი მოგვითხორბს სკანდალზე რომელმაც უოლ სტრიტი კინაღამ გაანადგურა.

  1. “კორპორაციის რეინჟინერია: ბიზნეს რევოლუციის მანიფესტი” – მაიკლ ჰამერი და ჯეიმს ჩემპი

ჰამერი და ჩემპი აჩვენებენ, თუ როგორ იყენებენ მსოფლიოს კორპორაციები რეინჟინრობის პრინციპებს, რათა შეინახონ ასობით მილიონი დოლარი ყოველ წელს.

24.”უორენ ბაფეტის ესეები: გაკვეთილები კორპორატიული ამერიკისთვის, მეოთხე გამოშვება” – ლოურენცე კანინგჰემი

ამ წიგნის პოპულარულობა და გრძელსიცოცხლიანობა ადასტურებს უორენ ბაფეტის აზრების დიდ მოთხოვნას.

25.”პირველად, დაანგრიეთ წესები: რას აკეთებენ მსოფლიოს უდიდესი მენეჯერები სხვაგვარად” – ჯიმ ჰარტერი

 

გალოპი აღწერს მნიშვნელოვან აღმოჩენებს მის რევოლუციურ კვლევიდან.

ზაზა ხორბალაძე

 

 

Share