Home » საზოგადოება » 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

“საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით”, – განაცხადა გახარიამ.

Share