Home » საზოგადოება » 21 აპრილიდან პროკრედიტ ბანკი მწვანე გამოფენა-გაყიდვას „პრო ექსპო“ უმასპინძლებს
21 აპრილიდან პროკრედიტ ბანკი მწვანე გამოფენა-გაყიდვას „პრო ექსპო“ უმასპინძლებს

21 აპრილიდან პროკრედიტ ბანკი მწვანე გამოფენა-გაყიდვას „პრო ექსპო“ უმასპინძლებს

21 და 22 აპრილს პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისში (ალ. ყაზბეგის #21)  მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპო“  გაიხსნება. გამოფენა დედამიწის დღეს უკავშირდება.

გამოფენა–გაყიდვის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ბიო, ორგანული და გარემოსადმი მეგობრული  პროდუქციის მწარმოებელი  და იმპორტიორი  30-მდე კომპანიის პროდუქციას.

ღონისძიების  მიზანია ქართული მწვანე ბიზნესების პოპულარიზება  და განვითარების ხელშეწყობა. პროკრედიტბანკში აცხადებენ, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ეკონომიკური საქმიანობა „პროკრედიტბანკის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს,  რაც გამოიხატება, როგორც   მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე შიდა აქტივობების დაგეგმვისას. ბანკის მხრიდან „პრო ექსპოს“ მხარდაჭერა სწორედ ამ მიმართულებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა.

პროკრედიტ ბანკი  მწვანე დაკრედიტებას 2012 წლიდან ახორციელებს. შესაბამისად, ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ბანკის მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის, ამცირებს დანახარჯებს, ზრდის ეფექტურობას და ამასთანავე, გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

სტუმრები გამოფენა–გაყიდვაზე წარმოდგენილი პროდუქციის გაცნობასა და მის შეძენას 21 და 22 აპრილს 12 დან 18 საათამდე შეძლებენ.

„პრო ექსპოზე“ წარმოდგენილი კომპანიები:

  • მოსმიერი – ღვინო (რეალიზაცია და დეგუსტაცია)
  • პალიტრა მედია – წიგნები
  • ლიბრა – წიგნები
  • ფარკონი – სამკურნალო მცენარეული ნედლეული, სუნელ-სანელებლები, ფიტო ჩაი
  • შპს საფერიკო – საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წვენი, ჩაი და აჯიკა
  • ი/მ ბაგრატ მეზურნიშვილი – სუნელ-სანელებლები, ღვინო, ჭყინტი ყველი
  • საქველმოქმედო კავშირი „თემი – ღვინო და წვენი
  • შპს გერმანული წისქვილი – ღვინო, ხილის არაყი
  • შპს „ბიპისი“ – ნატურალური წვენები
  • ანასეულის ექსპერიმენტილური ჩაის ფაბრიკა – ჩაი
  • ირინოლა – თაფლი
  • შპს ხარება – თაფლი
  • ღლონტების თაფლი – თაფლი
  • რაჭული თაფლი – თაფლი, ფიჭა
  • Geo Fresh – ჩირი ქილისა და ქაღალდის შეფუთვებში (რეალიზაცია და დეგუსტაცია)
  • Cumbo Pops • ცუმბო პოპსი – ხილის ნატურალური პოპსები
  • შპს გემუანი – ხილის კრიპსები
  • ბიოაგრო – ორგანული სასუქები
  • მაკრო პრიმი – ორგანული სასუქები
  • შპს „მწვანე სახლი“ – ქოთნის მცენარეები, ყვავილები, ბუჩქები
  • მზის სახლი – მზის პანელები
  • ფელიქს საქართველო – იატაკის გათბობის სისტემები
  • Green Caucasus– კონსულტაცია ბიო ორგანული წარმოების შესახებ
  • Zero Effect – ყავა, მეტალის და ხისგან დამზადებული მრავალჯერადი მოხმარების ნივთები
  • Friendly Organic – დედისა და ბავშვის მოვლის ბიო საშუალებები
  • სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი – მეორადი ქაღალდით დამზადებული პროდუქცია
  • სოციალური საწარმო ბაბალე – ხის, ტექსტილის და თიხის ხელნაკეთი სუვენირები

სოციალური საწარმო სხივი – ხის ხელნაკეთი ნივთები

Share