Home » 2020 » September » 15

Daily Archives: September 15, 2020

„რაც უფრო მეტ ფულს წირავ მთავრობას, მით უფრო იოლად იგებ ტენდერებს“

„2017 წელს შპს “ბორანის” სამმა მფლობელმა ქართულ ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, რის შემდეგაც უკონკურენტოდ 2 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციით 5.5 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. არასმთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბორანს ჯამში 25 მილიონზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული, აქედან უკონკურენტოდ – 11 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე – 6 მილიონის. „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარი, ნოდარ ჩაჩანიძე ...

Read More »

შოთა გულბანი – აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს

“აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს”, – ამის ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს. “აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4,5%-ით გაიზრდება. ხოლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. ყურადსაღებია, რომ აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს, საიდანაც აღსანიშნავია საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების ...

Read More »

„ნიბა“ რძის წარმოებას აფართოვებს

თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის. „ნიბა 2008“-ის დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება. „ნიბა“ თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს ის თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ “ჯი-თი მოტორსის” მომართვის საფუძველზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ,,ჯი-თი მოტორსის“ მიერ შპს “ჯ.თ. მოტორსის” წინააღმდეგ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის პროცესში გაანალიზდა შესაბამისი ბაზარი, სადაც აღნიშნული ეკონომიკური აგენტები ოპერირებენ, ასევე მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურებისა და რეალიზებული პროდუქციის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია. დარღვევის ფაქტი განხილულ იქნა ორი მიმართულებით: კერძოდ, საწარმოს რეგისტრაციისას სახელწოდების გამოყენება და ბაზარზე პროდუქციის/მომსახურების შეთავაზების მიზნით განხორციელებული ქმედებები, ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – საქართველო უნდა გახდეს ხარისხის ქვეყანა, Made in Georgia უნდა გახდეს ბრენდი

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე “ლელოს” “მარშალის გეგმას” განავრცობს და როგორც დედაქალაქის,  ასევე რეგიონებისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ეკონომიკურად გაძლიერების პირობებს განიხილავს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ხარისხიანი ქვეყნის შესაქმნელად ეტაპების გავლაა საჭირო, რომელიც “ლელომ” საკუთარ გეგმაში წარმოადგინა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ საქართველოს დედაქალაქია დასაქმების ეპიცენტრი და ხალხი საკუთარ ქალაქებსა და რეგიონებში ვერ საქმდება. “ყველა საარჩევნო გამოსვლა, რომელიც მე აქამდე მომისმენია, იყო ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგი” კორპორაციულ სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ფლობს

2020 წლის 6 თვეში კომპანიამ 39 637 411 ლარი მოიზიდა. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით “ჯიპიაი ჰოლდინგს” კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით  ბაზარზე ყველაზე დიდი – 20%- ანი წილი აქვს. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიამ კორპორაციული დაზღვევის პორთფელში 39 637 411 ლარი მოიზიდა, რაც 2019 წლის ორ კვარტალთან  შედარებით 6%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის ანგარიშის მიხედვით კომპანიას კორპორატიული დაზღვევის ...

Read More »

CarBox – ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისათვის

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“,  „გრინვეიმ“ და „ამბოლმა“, სპეციალურად ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის, ახალი შეთავაზება –  CarBox შექმნეს. ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ამ სასაჩუქრე ნაკრების მიღება თბილისში, ნებისმიერი ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეუძლია „გრინვეიში“ ტექისნპექტირების გავლისთანავე, ან „სოკარის“ სერვისცენტრებში. ნაკრებში შედის „სოკარის“ სპეციალური ენერჯი ბარათი, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს სპეციალურ, 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს ბენზინსა ...

Read More »

კორონავირუსმა ლარს უკვე მეორედ მასშტაბურად შეუტია

მეორე ტალღის დაწყების წინ სავალუტო ბაზარზე ქაოსის ნიშნები გამოიკვეთა ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინი აშკარად უარყოფითია. ინფექციის მეორე ტალღის წინ, ეკონომიკაში გაჩენილი პრობლემის გამო, ეროვნული ვალუტის მიმართ გაურკვეველი მოლოდინია. საფინანსო სფეროში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შოკის მინიმუმამდე დაყვანა მოახერხონ, მაგრამ ეს არც ადვილი იქნება და შეიძლება მცირე დროის შემდეგ შეუძლებელიც კი გახდეს. საბანკო-საფინანსო სექტორი ყველანაირად გაურბის სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბარს. ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა

საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან, არავის უზრუნია ძლიერი საშულო ფენის შექმნაზე – ჩვენ შევქმნით , – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაზემ განაცხადა. “ლელოს” თავმჯდომარის თქმით, თუ ქვეყანაში ძლიერი საშულო ფენა არ შეიქმნა, უნდა დავივიწყოთ ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. “ქვეყანა იმიტომ არ და ვერ მიდის წინ, რომ არ ჰყავს ძლიერი საშუალო ფენა. დღევანდელი მონაცემით, 3.7 მლნ. მოსახლიდან მხოლოდ ...

Read More »

The American Spectator: საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია ბრალდებული

„ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? – წერს გამოცემა The American Spectator სტატიაში სათაურით „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”. როგორც სტატიის ავტორი ბრაიან მაკნიკოლი წერს, „სავარაუდოდ, სააკაშვილი უბრალოდ შარზეა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში რაიმე აუცილებლობის გარეშე ამოიჩემა რუსეთთან ბრძოლა და ამისთვის უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც“. „საქართველოს რეფორმირება სააკაშვილს ...

Read More »