Home » 2020 » September » 12

Daily Archives: September 12, 2020

მინიმალური ხელფასი ისევ 20 ლარი დარჩა – კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს, მას ორი მომხრე და ორი წინააღმდეგი აღმოაჩნდა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დამოუკიდებელი დეპუტატის ინიციატივა, რომელიც კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვდა, ნეგატიურად შეაფასა. „კანონპროექტის შინაარსი ...

Read More »

“თუ ოდესმე სატენდერო სერვისს შევქმნიდით, მხოლოდ ერთად!” – ამბავი BID4U-ზე

“2013 წლის იანვარში, რვა თვის ორსული სამსახურიდან გამომიშვეს. ძალიან რთული ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეუღლე. ზუსტად ამ დროს გამიჩნდა იდეა ჩემი გამოცდილება შემეთავაზებინა სხვადასხვა კომპანიისათვის. ჩემს გარშემო კომპეტენტურ ხალხს ვკითხე რას მირჩევდნენ, უმეტესობა სკეპტიკურად მიუდგა ჩემს იდეას, მაგრამ არ დავნებდი,” – ასე დაიწყო ეკა მახარაძემ ფრილანსერობა. ამ სიტყვის მნიშვნელობა, იმ მომენტისთვის, არ იცოდა. უბრალოდ, ადგა და სატენდერო მომსახურების ...

Read More »

“ივანიშვილი საქართველოში რომ წავიდა, ვუთხარი – პარლამენტარებს და ჩინოვნიკებს მარტო ფული აინტერესებთ, ასე კი ქვეყანა არ აეწყობა”

რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე ბიძინა ინავიშვილი შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელის რუსეთიდან იცნობს. “2002 წელს “გაზპრომში” დავიწყე მუშაობა. მოსკოველმა კაცმა შემომთავაზა სამსახური. თუ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, წამოდი ჩემთან, პატიოსანი კაცი ხარო. არ შეგარცხვენ-მეთქი და დავთანხმდი. სინდისიერად ვემსახურე. გენერალურ დირექტორად ვიმუშავე 14 წელი. ახლა პენსიაზე ვარ, მაგრამ მაინც არ მიშვებენ სახლში… საკუთარ საქმეებზე ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩიეს სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი იყო. ჩატარდა ღია კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ყრილობაზე დამსწრე 117 დელეგატიდან მხარი ყველამ ლერი ხაბელოვს დაუჭირა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კვლავ ელგუჯა ბერიშვილი, მამუკა ხაბარელი და ნინო სალუქვაძე იკავებენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი იქნება.

Read More »

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე იმოქმედებს

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე იმოქმედებს. აღნიშნულს ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ნოტამი, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი ...

Read More »

„კოვიდისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული ინვესტიციები თითქმის 30%-ით გაიზარდა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოერთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გაერთიანების სამეფოს ელჩი უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა. შეხვედრაზე განხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. განსაკუთრებულად ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Read More »