Home » 2020 » September » 09

Daily Archives: September 9, 2020

„ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორი ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს სიცრუეში და უზენაესი სასამართლოს კოლეგიის შეცდომაში შეყვანაში დებს ბრალს

„ლიდერფუდის“ კომერციული დირექტორი რომან ანთიძე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ირაკლი დუმბაძის ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს ეხმაურება და მას სიცრუის გავრცელებასა და უზენაესი სასამართლოს კოლეგიის შეცდომაში შეყვანაში დებს ბრალს. 8 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე მირანდა ერემაძის თავმჯდომარეობით დავით ზეიკიძის საკასაციო სა რჩელი განიხილა, რომლითაც ის მის საწინააღმდეგოდ წინა ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. უზენაესი სასამართლო თავისი ...

Read More »

ნამახვანი ჰესების ინვესტორმა ENKA Renewables-მა II კვარტალში 12 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ENKA Renewables-მა (შპს „ენკა რინიუებლზ“) 2020 წლის მეორე კვარტალში 12 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტორ კომპანიაში აცხადებენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად პროექტზე 300-მდე ადამიანი მუშაობს. ნამახვანის პროექტზე, ჯამში, 2000 ადამიანამდე დასაქმდება, საიდანაც 80% საქართველოს მოქალაქე იქნება. როგორც ცნობილია, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ...

Read More »

ევროპული ბანკები: ნენსკრა ჰესი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება

“ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო; პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს”, – აღნიშნულ ინფორმაციას “მწვანე ალტერნატივა” ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო; პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას ...

Read More »

„თელასის“ 25 პროცენტიანი წილი საქართველოში დარჩა, ის ქართულმა ბიზნესჯგუფმა შეიძინა

ქართული ბიზნეს ჯგუფი „სიბიეს ჯგუფი“ გაცნობებთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის – 24.529 %- ის გასასხვისებლად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გაიმარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“. საჯარო აუქციონის საწყის ფასს შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი გახლდათ 50 000 ლარი. ბესტ ენერჯი გრუპი“ რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართული ბიზნესჯგუფთან – „სიბიეს ...

Read More »

დავითაშვილი – ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს სხვადასხვა კულტურაში ათეულობით თანამედროვე ბაღი გაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „პომონა“ ვაშლის ბაღში პირველი მოსავლის აღებას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ინტენსიური ბაღის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 80 ტონას შეადგენს. „პროგრამა „დანერგე მომავალი“ აერთიანებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას და ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს გააშენოს თანამედროვე, ინტენსიური ბაღები ...

Read More »

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა იკრძალება

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

Read More »