Home » 2020 » August » 14

Daily Archives: August 14, 2020

გიორგი გახარია – „ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს

დღევანდელ დღეს საუბარი ყოველთვის იმის გახსენებით უნდა დავიწყოთ, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, როდესაც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ მშვიდობიანად ქვეყანა გავამთლიანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეფლისწყაროში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ...

Read More »

Global Finance “თიბისის” სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი რამდენიმე კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance “თიბისის” სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. როგორც „თიბისიში” აცხადებენ, ავტორიტეტულმა გამოცემამ, „თიბისის” კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოში კი – საუკეთესოდ. გარდა ამისა, „თიბისის“ ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. ...

Read More »

გიორგი გახარია: წელს ჩვენ უფრო მეტ ყურძნის მოსავალს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათას ტონაზე მეტს

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არცერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, შრომა კახეთის რეგიონში ფუჭი სიტყვა არ არის. ამის მაგალითად მან მოიყვანა არსებული მონაცემები რთველის შესახებ. კერძოდ, გახარიას განცხადებით, 2012 წელს კახეთში მთლიანად 52 ათასი ...

Read More »

შეიზღუდება თუ არა ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტი – სურსათის სააგენტოს განმარტება

ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა. „სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს“, ...

Read More »

ავტობიზნესის გადარჩენისთვის 6-თვიანი შეღავათი დაწესდა

„ახლა, როდესაც მეორე ტალღაზე მიდის მუდმივად საუბარი, ხალხი მანქანებს საერთოდ აღარ ეკარება” მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათი 2021 წლის მარტამდე გაახანგრძლივა. 6-თვიანი მორატორიუმი ავტობიზნესს გაკოტრებისგან იხსნის, მაგრამ თავისებურ პრობლემებსაც წარმოქმნის. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ მთავრობა 24 000 ავტომფლობელს განბაჟების ვადას 2021 წლის მარტამდე გადაუვადებს. ამ შეღავათით მოხდება არა მხოლოდ განბაჟების გადავადება, არამედ ავტოიმპორტიორებს ...

Read More »

რა ინფორმაციის მითითებაა საჭირო ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვისთვის – რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ. ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, ...

Read More »

ამერიკელი სენატორები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ

ამერიკელი სენატორები რობერტ მენენდესი და კრის ვან ჰოლენი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ. ამის შესახებ სენატორების პრესსამსახურის მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი. კანონმდებლები მოუწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ევროკავშირთან ერთად, სანქციები დააწესოს თურქეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ. ამის მიზეზად ამერიკელი სენატორები, თურქეთის მიერ ხემლათაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გემების გაგზავნას ასახელებენ. სენატორები მოუწოდებენ ანკარას, გაიყვანოს გემები და საკითხი საერთაშორისო ...

Read More »

ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა 3 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 186.6 ლარი იყო, ივლისში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და 183.5 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივნისთან შედარებით, ივლისში 2.7 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.6 ლარს შეადგენს. 5 ლარითა და ...

Read More »

„სმარტმა” „ვისოლ ჯგუფის” დასვენების და მომსახურების კომპლექსში ხაჭაპურის ფესტივალი გამართა

„სმარტმა” „ვისოლ ჯგუფის” დასვენების და მომსახურების კომპლექსში ხაჭაპურის ფესტივალი – „ლედეგენდა ხაჭაპურზე“ გამართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს „სმარტის” თანამშრომლებმა, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და რეცეპტების მიხედვით ხაჭაპური და ლობიანი მოამზადეს. საუკეთესო ხაჭაპურისა და საუკეთესო ლობიანის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც „გასტრონავტის” თანადამფუძნებელი და რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი, შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა იყვნენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ...

Read More »

ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 22.1%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების ...

Read More »