Home » 2020 » August » 13

Daily Archives: August 13, 2020

ფინანსთა სამინისტრო პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ასევე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ...

Read More »

ბრაზილიური ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

როგორც CNN-ი წერს, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ შენჟენის ხელისუფლება ავრცელებს. შენჟენის ჯანდაცვის უწყებამ ყველა იმ ადამიანს ჩაუტარა ტესტირება, რომელსაც დავირუსებულ საკვებთან კონტაქტი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა ყველა ანალიზის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ ბრენდის სახელი. ამასთან, პეკინში მდებარე ბრაზილიის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, საკვებიდან ვირუსის გადასვლის ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მეათე სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 289 650 000 დოლარი გაყიდა.

Read More »

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ: • 16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 ); • 21 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 ); ...

Read More »

“IVP CZ a.s.” ზუგდიდში მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია, დავით ვერავა და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია კომპანია ”IVP CZ a.s.”- ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანია რეგიონში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა კომპანიის წარმომადგენლებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს. კომპანია მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.

Read More »

დალია გრიბაუსკაიტე: – „ლუკაშენკო, დიქტატორო სისხლიანი ხელებით – წადი!“

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გრიბაუსკაიტე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დიქტატორად მოიხსენიებს და მოუწოდებს, თანამდებობა დატოვოს. „დიქტატორო სისხლიანი ხელებით – ლუკაშენკო წადი ახლა. შენ შენი ბედი განსაზღვრე – ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს“, – წერს დალია გრიბაუსკაიტე „ტვიტერში“. ცნობისათვის, ბელარუსში რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. mpn.ge

Read More »

გოჩა ენუქიძე: თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა, ზემო იმერეთი – რაჭის დეპუტატის ინფორმაციით, დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და ...

Read More »

სტივენ ბიგანი – აშშ საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება

საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო ...

Read More »

გიორგი გახარია – ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს

ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, რის გამოც მთავრობამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს. მისივე თქმით, საბოლოოდ, ფერმერებისთვის ეს ფასი არანაკლებ 22 თეთრისა იქნება. „მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა ...

Read More »

„თიბისის” პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა

„თიბისის” პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია, – ამის შესახებ „თიბისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „თიბისის” პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. „ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურება ...

Read More »