Home » 2020 » August » 12

Daily Archives: August 12, 2020

დავით საგანელიძე “საქართველოს რკინიგზის” შეფად გადადის?

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის“ შეფად შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაინიშნოს. “2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი ფიგურა საპარტნიორო ფონდის შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს – რკინიგზას ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფონდში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “2020NEWS” ინფორმაციითვე, „საქართველოს რკინიგზა“, რომელიც ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიაა, ...

Read More »

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ ...

Read More »

6 თვეში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 58 მლნ ლარზე მეტი შევიდა

მიმდინარე წლის 6 თვეში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 58 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. უწყების ინფორმაციით, 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, პრივატიზაციის გეგმა 64.6%-ითაა შესრულებული. 2020 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 87,567,105.48 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა 58,246,065.46 ლარი. ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, დანარჩენი ...

Read More »

ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. „ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის ...

Read More »

10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება და ტარიფი უბნების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი. ამ ქუჩებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საშუალება მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. მე მინდა ხაზი ...

Read More »

გორში „თიბისის“ დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება

„თიბისის“ მხარდაჭერით ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი, რომელიც გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების მფლობელია, მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. „თიბისის“ ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს – 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება. „ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ...

Read More »

კალაძე – „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შევამციროთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ჭკვიანი შუქნიშნების“ სისტემა დედაქალაქში საცობების პრობლემას ნაწილობრივ განტვირთავს. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი კომპანია, რომლისგანაც მერია ჭკვიან შუქნიშნებს, კამერებსა და კონტროლერებს შეისყიდის. „უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად თბილისის მასშტაბით დაინერგება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი გახლავთ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები, რომელიც ...

Read More »

ტრამპი – რომ არა პანდემია, არჩევნებში ჩემი დამარცხება ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა

რომ არა კორონავირუსის პანდემია, არჩევნებში ჩემი დამარცხება ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, გამოკითხვებში მისი რეიტინგები ძალიან მაღალი იყო. „რომ არა კორონავირუსის პანდემია, ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა ჩემი დამარცხება. შემდეგ მოხდა ის, რაც ყველა სხვა ქვეყანაში მოხდა – ვირუსი დაგვატყდა თავზე და ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა“, – განაცხადა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

გიორგი გახარია – ევროკავშირი ისე დაგვიდგა გვერდით, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერება

ევროკავშირი ისე დაგვიდგა გვერდით, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერება, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება. გახარიას თქმით, ამ დახმარების ძირითადი მიმართულება პანდემიასთან და მისგან გამოწვეული შედეგების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება, ძირითადი მიმართულება ამ დახმარების იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მე კიდევ ერთხელ ...

Read More »