Home » 2020 » August » 11

Daily Archives: August 11, 2020

თურნავა – ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში

„მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კოვიდ-ი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც გვაქვს საკმარისი რესურსი ამისთვის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში ...

Read More »

თიბისი მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობ​ს

„აქ და ახლა თიბისი“ და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს სთავაზობენ. დღეიდან უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათი ელექტრონული კომერციისთვისაც გამოიყენოთ და კიდევ უფრო გაიმარტივოთ ცხოვრება. 31 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ონლაინ სივრცეში, ქართულ თუ უცხოურ საიტებზე, ციფრული ბარათით გადაიხდისას, გადახდილი თანხის 10 % უკან დაუბრუნდებათ. ციფრული ბარათი, რომელიც თიბისიმ და ვიზამ მომხმარებლებს აპრილში შესთავაზა ინოვაციური პროდუქტია, ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ...

Read More »

ილჰამ ალიევი: საქართველოს გავლით, აზერბაიჯანულ გაზს ევროპა რამდენიმე თვეში მიიღებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება „ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. ეს პროექტი ასევე წარმატებულად ხორციელდება. უკვე სრულდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – „TAP“. მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში აზერბაიჯანის ინიციატივით და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სრულად დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3 500 კილომეტრია ...

Read More »

აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 11 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 92 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.070 ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ ავტომობილის შეძენის მსურველებს ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს „ვითიბი ბანკი“ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. „3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის მიმართ; სრულად დაფაროს სესხი და დაიტოვოს ...

Read More »

ვაშაძე – “ოცნებასთან” დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის ხშირი დონორები არიან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, ...

Read More »

ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა – გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 – შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. მათი ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 33 280 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება. გამოძიება ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Read More »

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ. მისი ინფორმაციით, კომპანია უახლოეს პერიოდში ზეთისხილს 200-მდე ...

Read More »

“საპარტნიორო ფონდი” “თელასში” თავის 24.5-პროცენტიან წილს ყიდის

სახელმწიფო საწარმო “საპარტნიორო ფონდი” ელექტროგამანაწილებელ კომპანია “თელასში” თავის 24,5-პროცენტიან წილს ყიდის. საწყისი ფასი 10 511 211 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში. “გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას”, – ვკითხულობთ განცხადებაში. საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება ...

Read More »