Home » 2020 » August » 10

Daily Archives: August 10, 2020

წელს, 20-30%-ით მეტი სიმინდია დათესილი – ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში, სიმინდის საყანე ფართობები დაათვალიერა. სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სიმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მუშავდება. წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. დღეისათვის, სამეგრელოს ...

Read More »

„მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, მას მოცდენილი შრომა – 10 000 ლარამდე აუნაზღაურდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მენეჯერი 2020 წლის 1 აგვისტოდან აღდგა გალერია თბილისის მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და კომპანიას დაეკისრა იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურების გადახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მენეჯერის ...

Read More »

მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. როგორც Independent-ი იუწყება, ცუკერბერგის ქონების მკვეთრი ზრდა მისმა განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ის აპირებს, ვიდეო პლატფორმის შექმნას, რომელიც TikTok-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 36 წლის მარკი Facebook-ის 13 პროცენტს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგის მსგავსად $100-მილიარდიან ნიშნულს, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის დამფუძნებელმი ბილ გეითსმი სულ ცოტა ხნის წინ გადასცდნენ. imedinews.ge

Read More »

მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ – „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების პროექტის გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. „ალავერდი“ წარმოადგენს საერთაშორისო კავშირის დაურეზერვებელ ხაზს, რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას აკავშირებს სომხეთის ელექტროსისტემასთან და მისი გამორთვა ქმნის ავარიის რისკებს. ამასთან, 220 კვ. „ალავერდის“ მეშვეობით „გარდაბნის ...

Read More »

„თიბისის” მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა

„თიბისის“ მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა. „თიბისის“ ინფორმაციით ქართული ჩაის კომპანია „ლაზიმ“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული, პლანტაციების ნაწილის რეაბილიტაცია „თიბისის“ მხარდაჭერით მოახდინა. „საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ...

Read More »

გახარია – სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს

დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, ამ გალავანში და მქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის და კახეთის მომავალზე. დიდი პატივია დღეს და წელს განსაკუთრებით, როდესაც პატარა კახის დაბადების დღიდან 300 წელი გადის, უდიდესი ქართველის, უდიდესი მებრძოლის და ამ კუთხის უდიდესი შვილის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხისთვის, ...

Read More »

ბელარუსის ცესკო – ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო, – ამის შესახებ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ლიდია ერმოშინამ განაცხადა. მისივე თქმით მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკია, 9,9%-ით, მესამეზე ანნა კონოპაცკაია, რომელმაც ხმების 1,68% მიიღო. ამომრჩეველთა 6,02% პროცენტმა კი ხმა ყველა კანდიდატის წინაღმდეგ მისცა. ლიდია ერმოშინას ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 84.23% შეადგინა. შეგახსენებთ, გუშინ არჩევნების შედეგების ...

Read More »

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »