Home » 2020 » August » 06

Daily Archives: August 6, 2020

მსოფლიოში პირველი ელექტონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღბის პირველი პროტოტიპი, 3D პრინტერის საშუალებით, ქართველი მწარმოებლების მიერ, ზუსტად 48 საათში დამზადდა. ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია. „კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ რესპირატორს “MIZ-MASK” გერმიციდული ნათებით გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ. კვლევა ჩატარდა ორჯერ და ორივე შემთხვევაში შედეგები იყო იდენტური“, – ნათქვამია 21 ...

Read More »

“სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა”

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. ბელარუსის ლიდერის თქმით, 2008 წელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ მას სთხოვა, არ ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. „ჩვენ გვითხრეს, რომ ამგვარი აღიარების შემთხვევაში ბელარუსის SWIFT-დან გათიშვა მოხდებოდა“, – ...

Read More »

“ფეისბუქმა”, “ტვიტერმა” და “იუ-ტუბმა” პრეზიდენტ ტრამპის პოსტები მოხსნეს

„ფეისბუქმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი მოხსნა იმ მიზეზით, რომ ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტი შეიცავდა ვიდეო კლიპს, რომელშიც „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ბავშვებს „თითქმის იმუნურები“ არიან კოვიდ-19-ს მიმართ. “ეს ვიდეო შეიცავს მცდარ განცხადებებს იმაზე, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს, რაც კოვიდის გარშემო მავნე დეზინფორმაციის შესახებ ჩვენს პოლიტიკას არღვევს,“ განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა. ტრამპის ...

Read More »

ნათია თურნავა – არის შანსი, რომ შემოდგომაზე ლარი იყოს სტაბილური

“არის შანსი, რომ შემოდგომაზე იყოს სტაბილური რასაკვირველია. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოლოდინები არის შედარებით პოზიტიური, მაგრამ არ არის მარტივი რა თქმა უნდა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავი 2-ზე სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ის რომ დღეს ეროვნულ ვალუტას მყისიერი რყევები არ ახასიათებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის დამსახურებაა. “ჩვენ მოვახერხეთ და მყისიერი რყევები ლარის კურსის არ ...

Read More »

თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა. ემიგრაციის მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაესწრნენ. ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში ...

Read More »

“დანკინის” ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

“დანკინის” ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და  პიცის ყველით და ლორით  დაგემოვნება  მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ.  როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო „ვენდისთან“ ერთად.  საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა „დანკინის“ მომხმარებლებისთვისაც მიეცა საშუალება დაეგემოვნებინათ ყველაზე ...

Read More »

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 43.75 ( + 0,53) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41.27 (+ 0,23) დოლარი/ბარელზე. ფასების ...

Read More »

„ყველაფერი მიდის ბიუჯეტიდან, თუმცა ბავშების საკოპენსაციო ნაწილი დაფინანსდება კოვიდის ფონდიდან“

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ ტურიზმის აღდგენა ვერ მოხერხდა, ქვეყანაში ახალი გამოწვევები გაჩნდა. ვანო მაჭავარიანის თქმით, ამის გათვალისწინებით შემუშავდა სოციალური დახმარების მესამე ეტაპიც. „როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, კოვიდის ფონდიც ავსახეთ ბიუჯეტში. გლობალურად თუ ვიტყვით, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდში ამ მომენტისთვის არის 135 მილიონ ლარამდე. ამ ფონდის მიმართვა ძირითადად ბავშვების საკოპენსაციო პაკეტებზე მოხდება, თუმცა მესამე ფაზის ეტაპის  ინიციატივა, ...

Read More »

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს

ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვთ და ამავე დროს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ. „ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე ...

Read More »

გახარია – ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება სოციალური დახმარების IV და შესაძლებელია, V ეტაპიც

ერთხელ მახსოვს პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ გავიხსენებ მეთქი და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თავდაპირველად ითქვა, რომ საქართველოს მთავრობის დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანი. „ეს ...

Read More »