Home » 2020 » August » 04

Daily Archives: August 4, 2020

პროკურატურა – „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს

“თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ...

Read More »

რამდენი მილიონერი ყავს საქართველოს – ყველაზე დაბალი და მაღალშემოსავლიანი პირების სტატისტიკა

რამდენ ადამიანს აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი შემოსავალი საქართველოში – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსმა“ მონაცემები შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 488 მილიონერია. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამდენ ადამიანს უფიქსირდება წლიურად 1 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ყველაზე მეტი – 246 330 ადამიანი არის დაბალშემოსავლიანი. კერძოდ, მათი შემოსავალი წლიურად 0-დან 1 200 ლარამდე დიაპაზონშია. ...

Read More »

ნათია თურნავა: ვიმედოვნებთ, საქართველოში Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გვექნება

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოში შვეიცარიული კომპანია Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გაიხსნება. მინისტრი კომპანიის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Stadler-ი ქართულ ბაზარს აქამდე საკუთარი წარმოების ვაგონებს აწვდიდა და ტენდერებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია მათთან საუბრის დაწყება უფრო მეტ თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოში წარმოების დაფუძნებაზე. „ისინი ხედავენ ამ პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი COVID-ის პირობებში ჩვენი პროაქტიური ...

Read More »

პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ტურიზმის ინდუსტრიაში 280 000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ შრომის ინსპექციამ ის სასტუმროები და რესტორნები დააჯარიმა, რომლებზეც ლიცენზია თავადვე ჰქონდა გაცემული. როგორც მან აღნიშნა, 31 რესტორანი და 3 სასტუმროა დაჯარიმებული და ვალით გახსნილი ობიექტების 10 000 ლარით დაჯარიმების გამო ბევრმა ბიზნესმენმა, ვინც ობიექტის გახსნას ფიქრობდა, გადაწყვიტა, „აღარ გარისკოს“. „უმრავლესობა გაკოტრებულია, რამდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა, ვალი აიღოს და გახსნას ობიექტები. ამისთვის წინასწარ ლიცენზიის ...

Read More »

სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო ...

Read More »

მთავრობის წამგებიანი ბიზნესები – სახელმწიფო საწარმოების ზარალი კოლოსალურია, კომპანიების მენეჯმენტის ანაზღაურება კი მსუყე

ლოჯისტიკა, გადაზიდვები, კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერო, ელექტროენერგიისა და წყლის წარმოება-მომარაგების სექტორები და სხვა – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გვხვდება. უკანასკნელი მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში 200-ზე მეტი საწარმოა. სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ საწარმოებს ერთი საერთო თვისება აერთიანებთ – ისინი წლიდან-წლამდე ზარალზე გადიან. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია. ...

Read More »

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ედოარდო კელესტე არის დუბლინის City University-ის სამართლის პროფესორი. მისი საკვლევი სფეროა კონსტიტუციონალიზმი და ციფრული უფლებები, სოციალური მედიის პოლიტიკა და რეგულაცია, პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ევროკავშირის ციფრული პოლიტიკა და ციფრული ეკონომიკა. ამჟამად იგი არის Facebook Research-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრული კონსტიტუციონალიზმი: კონტენტის მართვის სტანდარტის ძიებაში“ მთავარი მკვლევარი, რომელიც Facebook-ის საზედამხედველო საბჭოსთვის ხორციელდება. ბოლო წლებში ედოარდო იყო ციურიხის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამართლის ცენტრის ...

Read More »

3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა

საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს სტატისტიკურ შედეგებს. 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. „ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი ...

Read More »

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის

დღეიდან,  პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს – Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს. სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ. შესყიდვა  ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ,  ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე. უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი უპირატესობაა. ციფრულ საფულეზე მიბმული ბარათის მონაცემები, მხოლოდ კონკრეტულ აპლიკაციაში ...

Read More »