Home » 2020 » August » 01

Daily Archives: August 1, 2020

რატომ არ დაეხმარნენ საკუთარ ქვეყანას რუსი მილიარდერები პანდემიის დროს

რუსეთში ბოლო 24 საათში  ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 5 509 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა მთლიანმა რაოდენობამ 834 499-ს მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 13 802-მდე გაიზარდა. დამოუკიდებელი რუსული მედია და ექსპერტები ჯერ კიდევ ივნისში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთში ეპიდემიური სიტუაცია ვერ გაუმჯობესდებოდა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო რეფერენდუმი ადამიანების დიდ შეკრებებთან იყო დაკავშირებული. მასობრივი ხმის მიცემის პროცესი გარდაუვალი იყო და ეპიდსიტუაციის განმუხტვას ნამდვილად არ ემსახურებოდა. ემსახურებოდა მხოლოდ ...

Read More »

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან ...

Read More »

„თიბისი“ მომხმარებლებს მიმართავს

“თიბისი” მომხმარებლებს მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მომხმარებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა. „გვსურს, მომხმარებლებს ვაცნობოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სახელმწიფო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, “თიბისის” მხარეს შექმნილი შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. მომხმარებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მიღებისას “თიბისი ბანკის” ანგარიშზე რაიმე სახის ხარვეზი კვლავ ფიქსირდება, დაგვიკავშირდით 24 საათიან ცხელ ხაზზე – (032) 2 27 27 27 ...

Read More »

ფაუჩი – ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ, რომ ვაქცინა წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება

ფრთხილ ოპტიმიზმს ვგრძნობთ, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გვექნება”, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისივე თქმით, სისწრაფის მიზნით უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამეცნიერო მთლიანობის დათმობა არ მოხდება. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი ფაზის ადრეული მონაცემები, რომელსაც Moderna და NIAID ავითარებენ, საკმაოდ ხელსაყრელია, თუმცა არის სხვა ვაქცინებიც. “ხშირად მითქვამს და ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Read More »