Home » 2020 » August

Monthly Archives: August 2020

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ადასტურებს.  თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური, რადგან უკვე შეასრულა საკუთარი მოვალეობა. მათივე ინფორმაციით, თბილისის ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელის პოსტი დროებითი იყო და ხსენებული სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა. შესაბამისად, თბილისს ახალი “ღამის მერი” აღარ ეყოლება. სერგი გვარჯალაძე ამ თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. მისი ანაზღაურება თვეში ...

Read More »

ეროვნული ბანკი – სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია

სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სებ-ის ცნობით, სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ხელისუფლების ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. „საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა. S&P-ის შეფასებით, გამოწვევებით სავსე საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შეინარჩუნა, სწრაფად ...

Read More »

სადახლოზე 1 170 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 005 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და მოქალაქეების მიმართ. აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, საბაჟო ...

Read More »

გიორგი გახარია – უახლოეს დღეებში მთავრობაზე გამოვიტანთ ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტს

მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე. ...

Read More »

საქართველოდან თხილის ექსპორტი ორჯერაა გაზრდილი – სად იყიდება ქართული თხილი

საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მიმდინარე წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო 693 ტონა თხილი. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (350 ტონა), იტალიაში (289 ტონა), ჩეხეთში (110 ტონა), ესპანეთში (93 ...

Read More »

სამეგრელოში კარფურის პირველი ფილიალი გაიხსნა

ჰიპერმარკეტების ქსელის „კარფური“-ს პირველი ფილიალი სამეგრელოში გაიხსნა. ზუგდიდიში კომპანიის ახალი ფილიალის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავათან ერთად დაესწრო. კარფურის ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.  მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ  წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული ...

Read More »

35.7 მლნ ევრო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას,  რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia,  რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.  პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: •           ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; •           მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; •           ...

Read More »

მთავრობა დაჯარიმებული რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ჯარიმების ჩამოწერას არ განიხილავს

მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ჯარიმების ჩამოწერას არ განიხილავს. „ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ გაზრდილი შიდა მობილობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჯარიმას აზრი და ძალა აქვს მაშინ, როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ის იქნება გადასახდელი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკურორტო სეზონია, გაზრდილია შიდა მობილობა ძალიან მნიშვნელოვანია, ...

Read More »

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება“

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, ვიდრე ის ძლიერი ფერმერი არ გახდება. ...

Read More »

ბექა ლილუაშვილი – Fitch-ის და S&P-ის რეიტინგებით, უკვე მეორე წელია, საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

სუვერენული საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard &Poor’s -ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანისა, როგორც გლობალური, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ასევე, უცვლელი დარჩა რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა. „აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, მათ შორის არის საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ესტონეთი და ...

Read More »