Home » 2020 » July » 16

Daily Archives: July 16, 2020

COVID-19-ით დაზარალებულებმა 80.9 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია ...

Read More »

მეთიუ ბრაიზა – ვშიშობ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული

ვშიშობ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მეთიუ ბრაიზამ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირები და კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლი“ „კავკასუს ონლაინს“ ...

Read More »

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს – ანა ფუტკარაძე

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა. ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ეროვნული ბანკი მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში პრევენციული უნდა იყოს

მაღალი ინფლაცია და ზედმეტად გაუფასურებული ლარი არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პრევენციული მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, კურსის ცვალებადობა, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს გარე შოკების შთანთქმისათვის, სასურველ მიზანს ყოველთვის ვერ აღწევდა. „შედეგად გვაქვს ის, რომ ლარი იმაზე ...

Read More »

„წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო, ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება“

კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. გამოსვლის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ახალი პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების ეკონომიკურ ზეგავლენაზე ისაუბრებს და დეპუტატებს გააცნობს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ შესაბამის ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს. „დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების ...

Read More »

ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოება 15 000-დან 30 000 ლარამდე დაისჯება

ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოება 15 000-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, უნებართვო სამედიცინო საქმიანობაზე დაწესებული ჯარიმა არანაკლებ 15 000 ლარისა და არაუმეტეს 30 000 ლარისა იქნება. ამჟამად მოქმედი კანონი კი, აღნიშნულ ქმედებაზე 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. ...

Read More »

კობა გვენეტაძე – შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. “ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ...

Read More »

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელოს მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს. „ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში ...

Read More »

ქვეყანა კონტრაბანდულ თამბაქოს ვეღარ უმკლავდება, სამეგრელოში კი აქციზური თამბაქო უკვე აღარ იყიდება

უკვე ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს წილი იზრდება. საქართველოში კონტრაბანდული თამბაქო მეზობელი ქვეყნებიდან და საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან შემოედინება. იმდენად, რამდენადაც საქართველოში არსებული თამბაქოს ფასი, თითქმის 3-ჯერ აღემატება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თამბაქოზე არსებულ ფასს, ქვეყანაში კონტრაბანდულ საქონელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამ მიმართულებით გამოსარჩევია დასავლეთ საქართველო, სადაც კონტრაბანდული პროდუქცია უკვე კარგა ხანია სჭარბობს ლეგალურ თამბაქოს. საინტერესოა ბოლო წლებში რა შეიცვალა და ...

Read More »

მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავებს სასამართლოდან გაეპარა, პოლიციას გამოკითხვაზე ყოფნის დროსაც გაექცა

ქურდობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებს ორჯერ გაექცათ. ერთხელ, როცა ის ავჭალის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და მეორედ, მას შემდეგ, რაც მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ...

Read More »