Home » 2020 » July » 15

Daily Archives: July 15, 2020

ტრამპი: ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ „აშშ მუდმივ კონკურენციაშია უამრავ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპასთან, რომელიც ამერიკას არასდროს ეპყრობოდა კარგად“. „ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ევროკავშირი აშშ-ს თავისი ინტერესებისათვის იყენებს. მე ეს ვიცი, თუმცა სხვა პრეზიდენტებს წარმოდგენა არ ...

Read More »

ლუკაშენკო – არ გვინდა, ვინმემ გვიკარნახოს, როგორ ვიცხოვროთ, თქვენს პრობლემებს მიხედეთ

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის კრიტიკას გამოეხმაურა და ისინი ორმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა. დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის მიმართულებით კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები, ვიქტორ ბაბარიკო და ვალერი ცეპკალო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და აშშ, საპროტესტო აქციების დასაშლელად ძალას თითქმის ყოველთვის იყენებენ. „გააკრიტიკეთ დონალდ ტრამპი, აშშ, ...

Read More »

COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთმა ვაქცინამ ტესტირების ბოლო ეტაპს მიაღწია

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ახალ ვაქცინაზე მუშაობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ამერიკულმა ბიოტექნოლოგიების კომპანიამ, Moderna-მ სამშაბათს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ის მის მიერ დამზარებული ვაქცინის ტესტირების ბოლო (მესამე) ეტაპი 27 ივლისს დაიწყება. ამჯერად ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობას 30 ათასი ადამიანი მიიღებს. მათგან ნახევარს 100 მიკროგრამის დოზა შეხვდება, მეორე ნახევარს კი უბრალოდ პლაცებო. ტესტირების ბოლო ეტაპზე მეცნიერები განსასზღვრავენ, რამდენად შეუძლია ახალ ვაქცინას COVID-19-ის ...

Read More »

ბექა დოჭვირი: დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება

დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება, – ელექტრონული კომუნიკაციების რეზონანსული კანონპროექტის მნიშვნელობის ახსნა ჟურნალისტებთან მთავრობის საპარლამენტო მდივანს პლენარული სხდომის შემდეგ მოუხდა. ბექა დოჭვირის თქმით, წილების გასხვისების ნაწილი გათვალისწინებული იყო წარმოდგენილი კანონპროექტის პირველად ვერსიაში, ხოლო კომიტეტებში მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, ეს ნაწილი ამოღებულია და წარმოდგენილი ვერსიით, დროებით მმართველს წილების გასხვისების უფლება არ ექნება. მისი თქმით, კანონპროექტში არის სასამართლო კონტროლის მექანიზმი და ...

Read More »

თურნავა – თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის

დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან – ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის “ ფარგლებში იმყოფება. ...

Read More »

დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო. „დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ ...

Read More »

კონკურენტებს პატივს ვცემთ, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ისინი ვერასოდეს შეძლებენ – თემურ ჭყონია

თემურ ჭყონია “მთის წყალს“ გაყიდვაში 27 ივლისიდან გაუშვებს „მტკნარი წყალი სახელწოდებით „მთის წყალი“  გაყიდვაში 27 ივლისისთვის გამოვა“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. მისი ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ წარმოებული სასმელი  ნახევარლიტრიან და ლიტრანახევრიან პლასტმასის ბოთლებში გაიყიდება. აგვისტოს ბოლოს კი „მთის წყლის“ ჩამოსხმა მინის (0.75 მლ,0.33 მლ)  ბოთლებშიც იგეგმება. „ვაპირებთ საქართველოს ბაზარზე ლიდერობას, წყალს სერიოზული საექსპორტო პოტენციალი აქვს, რადგან „კოკა-კოლას“ მსოფლიო ...

Read More »

14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539 ტონა შეადგინა. ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:რუსეთის ფედერაცია (61% – 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% – 1 857 ტონა) ...

Read More »

ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.8%-ით გაიზარდა

2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. 2020 წლის 15 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად. ...

Read More »