Home » 2020 » July » 14

Daily Archives: July 14, 2020

თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება

რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო – „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, ...

Read More »

“ჰუავეი” ლონდონმაც აკრძალა – ჩინეთის 5G ტექნოლოგიები ბრიტანეთში 2027 წლამდე უნდა ალაგდეს

ჩინეთის მიმართ ეს უკვე მკვეთრი სიგნალია: “ჰუავეი” – გლობალური ტელეკომუნიკაციების გიგანტი – დასავლეთის ბაზარზე ვეღარ მკვიდრდება. ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, “ჰუავეის” მოწყობილობა-დანადგარები ბრიტანეთის მეხუთე თაობის ტექნოლოგიების (5G) ქსელებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ. ბრიტანული ტელეკომუნიკაციების ოპერატორები შიშობდნენ, რომ ამ ნაბიჯის სწრაფად გადადგმა მათ მილიარდობით ზარალს მოუტანდა. მაგრამ, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანულ კომპანიებს თითქმის 7 წელი ...

Read More »

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და სხვა ქალაქებში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში. ასევე სათამაშო ...

Read More »

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული გახდება

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული გახდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (90 მომხრე) „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს. კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული ...

Read More »

დასაქმებულმა ყოველ ზეგანაკვეთურ საათში, შესაძლოა იმ თანხის 125%, მიიღოს, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში იღებს

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ...

Read More »

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სემეკს შეეძლება, კომპანიებს წილების გაყიდვა შეუზღუდოს

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 81-ით ხმით არც ერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სემეკს შეეძლება, კომპანიებს წილების გაყიდვა შეუზღუდოს. ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შეეძლება, გამანაწილებელ კომპანიებს წილების გაყიდვა შეუზღდუდოს. კანონის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი ...

Read More »

„არამხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველოც“

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სწრაფ რელსებზე, მაშინაც კი თუ მე პირადად მომიწევს ამისთვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, მას დიდი გეგმები აქვს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის ...

Read More »

“ვერ დამისახელებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმულ ვერც ერთ ნაბიჯს, რომელიც ცხადყოფს, რომ ის პუტინის მოკავშირეა”

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე “საერთო გაზეთთან” საუბრობს. _ ბატონო ვაჟა, საარჩევნო სისტემა ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხია. მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდა. რა მოცემულობის წინაშე ვართ, რა მოლოდინები გაქვთ? _ როგორც ჩანს, საქართველოში შერეული მოდელი ზუსტად ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობებს. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება მის შეცვლაზე, რაც ჩემი აზრით სწორია, რადგან მაჟორიტარების არჩევის პრაქტიკა, ამა თუ იმ რეგიონში, ბევრ ხარვეზს ...

Read More »

როგორ აფასებს ბიზნესმენი ირაკლი დუმბაძე “ახალგაზრდა ადვოკატების” დასკვნას ლიდერი-ფუდის წილთან დაკავშირებულ დავაზე

„ლიდერი-ფუდის“ წილთან დაკავშირებულ სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება, ასევე ამ დრომდე გრძელდება ურთიერთ საწინააღმდეგო ბრალდებები ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. აღნიშნული დავის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ახალგაზრდა ადვოკატები“-მა კვლევა გამოაქვეყნეს. კომპანიის წილებთან დაკავშირებულ გახმაურებულ დავაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ ანგარიშს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე და მისი ადვოკატი ეხმაურება. განცხადებებს უცვლელად გთავზობთ. ირაკლი დუმბაძის პოზიცია: „მე, ირაკლი დუმბაძეს, როგორც ამ ქვეყნის როგით ...

Read More »

ხვალიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება

15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. „დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ ...

Read More »