Home » 2020 » July » 11

Daily Archives: July 11, 2020

გეითსი – კოვიდ-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

„კოვიდ-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათთვის, ვინც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს“, – ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა. აღნიშნულის თაობაზე ბილ გეითსმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ვაქცინებსა და წამლებს მათ მივცემთ, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შემოგვთავაზებს, იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მივიღებთ ...

Read More »

საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში – დუგინი

“სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში”, – ამის შესახებ რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ინტერნეტ-ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში განაცხადა. “საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია ის იყოს “როგორც მინიმუმ ნეიტრალური”, რაც დღეს არის. სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, სხვა საქმეა, რომ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, საქართველო როგორც მინიმუმ უნდა იყოს ნეიტრალური. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაშიც. თავისთავად ჩვენ ...

Read More »

დუგინი – საქართველოს უნდა იყოს ხიდი რუსეთსა და ნორმალურ დასავლეთს შორის

“ჩვენ ვხედავთ, რომ სუბიექტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ისტორიული, გეოპილიტიკური, ძლიერი, მართლმადიდებლური საქართველოს მომავალი, დგას არა იმაზე, რომ იყოს წინააღმდეგობის წერტილი რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ იმაზე, რომ საქართველო იყოს ხიდი რუსეთსა და ნორმალურ დასავლეთს შორის,” – ამის შესახებ ცნობილმა რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ინტერნეტ ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში განაცხადა. ალექსანდრ დუგინმა გაიხსენა თავისი ცნობილი გამოსვლა 2008 წელს, როდესაც იგი რუსეთის არმიას ...

Read More »

BBC: სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია

სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, – ამის შესახებ BBC-ის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. საუბარია პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ 7 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო. „სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ ეს ...

Read More »

ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს

ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს. “მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფრომაციით, ლაშა კომახიძის თანამდებობიდნა წასვლის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირიპირება გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ავონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი უკვე ეძებს მერის შემცვლელს. კომახიძეს კი სავარაუდოდ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვიხილავთ.

Read More »

აშშ-მა საფრანგეთს $1,3 მილიარდის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საქონლის ჩამონათვალში კოსმეტიკური პროდუქცია და ჩანთები მოხვდა. გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს ამოქმედდება, თუმცა აშშ-ს ამოქმედების თარიღის გადმოწევა შეუძლია. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარიზმა განაცხადა, რომ ციფრული მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიებს, მათ შორის ამერიკულებს, გადასახადებს გაუზრდის.  აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით, ...

Read More »

არ მგონია, რომ მოაზროვნე თურქებს მოეწონოთ ერდოღანის გადაწყვეტილება – ირაკლი გოგავა

“არ მგონია, რომ მოაზროვნე თურქებს მოეწონოთ ის გადაწყვეტილება, რაც თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო, რომელმაც “აია სოფიას” გაუუქმა მუზეუმის სტატუსი და ამ დღეებში მეჩეთად გადააკეთა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს. “1453 წელს თურქ-ოსმანებმა აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) დედაქალაქი კონსტანტინოპოლი ორთვიანი ალყის შემდეგ დაიკავეს. იმ ჟამიდან საქართველოს პირდაპირი და რეგულარული კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან შეწყდა. ევროპული და ქრისტიანული ბიზანტიის ნაცვლად აღმოსავლეთიდან აზიური ...

Read More »

წნორში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა

 წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება. საწარმოში, ჯამში, 900 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 300,000 ლარი – ბენეფიციარის ინვესტიცია. კომბინირებული საკვების საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 225 ...

Read More »

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა

ცვლილების თანახმად კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა 🔹ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. 🔹დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად ...

Read More »

დონალდ ტრამპი – ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა ბევრი შეცდომა დაუშვა

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ ბევრი შეცდომა დაუშვა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. „ექიმი ფაუჩი კარგი კაცია, თუმცა მან ბევრი შეცდომა დაუშვა. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ პირბადეების ტარება საჭირო არ იყო. ახლა იძახიან, რომ პირბადეები უნდა ვატაროთ. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში. „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ენტონი ფაუჩისა და დონალდ ტრამპს ...

Read More »