Home » 2020 » July » 04

Daily Archives: July 4, 2020

ნიუ-იორკში პრეზიდენტ რუზველტის ძეგლს აიღებენ

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ. გადაწყვეტილებას ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს ადმინისტრაცია ადასტურებს. „ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა თეოდორ რუზველტის ძეგლის აღების თხოვნით მოგვმართა, რადგან ის შავკანიან და მკვიდრ მოსახლეობას აშკარად წარმოაჩენს, როგორც დამორჩილებულსა და რასობრივად უფრო დაბლა მდგომს. ქალაქი მხარს უჭერს მუზეუმის თხოვნას. ეს სწორი გადაწყვეტილება და შესაბამისი დროა პრობლემური ძეგლის ასაღებად“, ...

Read More »

გონივრული რისკი თუ უპასუხისმგებლობა – საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს. „როდესაც ჩვენ კანონპროექტი გაგვქონდა, მაშინაც ვაცხადებდით, რომ პირველი ორი წელი საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტებში ანუ ძირითადად დეპოზიტებში შეიძლება წასულიყო. ეს მოლოდინები რეალურად არსებობს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან უფრო მეტად უნდა დაიწყოს და სხვა ალტერნატიულ ინსტრუმენტებში, ალეტრნატიულში ვგულისხმობ არაფინანსური და არასახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, არამედ ...

Read More »

რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული – ჯაფარიძე

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა” – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს.  “რომ არა “ქართული ოცნება”, დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული ადამიანი და ქვეყანაში შემოვიდოდა უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ინვესტიცია ჯერ არ გვქონია”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.  “ლელოს” ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დავალება შეასრულა ...

Read More »

,,ვხედავთ, რომ სამეგრელოშიც შეიძლება არა მხოლოდ ხორბლის, არამედ სხვა თავთავიანი კულტურის მოყვანა“ – აბაშაში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშაში ანჯერის მასივში ფერმერებს შეხვდა და ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. აბაშაში წელს ხორბალი 200 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა მოყვანილი. ხორბლის მსხვილ მწარმოებლებთან ერთად პროცესს წელს მცირემიწიანი ფერმერებიც შეუერთდნენ. აბაშის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოყვანა ფერმერებმა გასულ წელს განაახლეს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და ...

Read More »

დონალდ ტრამპი – გაბრაზებული ყაჩაღები ჩვენი დამაარსებლების ძეგლებს ანადგურებენ

გაბრაზებული ყაჩაღები ჩვენი დამაარსებლების ძეგლებს ანადგურებენ და ჩვენს ქალაქებში ძალადობრივი დანაშაულის ტალღას აჩაღებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სამხრეთ დაკოტაში მდებარე რაშორის მთის ეროვნულ მემორიალთან განაცხადა. ტრამპმა მათ, ვინც კონფედერატი ლიდერების ძეგლებს ანადგურებენ „გაბრაზებული ყაჩაღები,“ ანტირასისტულ დემონსტრაციებს კი „ისტორიის განადგურებისკენ“ მიმართული კამპანია უწოდა. „ეს არის კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი ისტორიის განადგურებისკენ, ჩვენი გმირების შეურაცხყოფისკენ, ...

Read More »

პრემიერი – ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს

ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, ...

Read More »