Home » 2020 » July » 03

Daily Archives: July 3, 2020

ასლან ბჟანია – აფხაზეთი საქართველოსგან აღიარებას არ ითხოვს, ძალის გამოუყენებლობაზე გვსურს შეთანხმება

რუსულ გამოცემა ინტერფაქსთან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია უსაფრთხოების საკითხებზე საუბარის დროს აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან, ამ ეტაპზე მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა სურს. “ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენს შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ...

Read More »

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაზარალდეს? ამის შესახებ for.ge-ს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ესაუბრა. აზარტული ბიზნესის არსებობას იმით ამართლებენ, რომ საქართველოში ფული შემოდის ძირითადად სამხრეთის ქვეყნებიდან, თურქეთიდან ...

Read More »

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება, განთავსდება საიტზე. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შვეიცარიის საზღვრები 20 ივლისამდე დაკეტილია“, – აცხადებენ საელჩოში.

Read More »

სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის კანონდამრღვევი 1 000 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონლი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

Read More »

თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა – 20 ...

Read More »

„იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ“ მიიღო საყვედური“

„იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ“ მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პოსტ ტვ-“ს ეთერში განაცხადა. როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, მთავრობის პრეტენზიის ...

Read More »

ეჯაილ ტრანსფორმაცია – ბიზნესის კეთების ახლებური კულტურა

საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“, რომელიც თიბისისა და მასტერქარდის ორგანიზებით გუშინ გაიმართა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ჩატარდა. თიბისი მიზნად ისახავს ეჯაილ კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა. კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. მათ შორის, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, უკაინიდან და სხვ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა პროფესიონალებმა საერთაშორისო კომპანიებიდან, ...

Read More »

თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება – ირაკლი იაშვილი

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „კომერსანტს“ განუცხადა, სუბსიდიის სტრუქტურა დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება. „სამწუხაროდ 2 უსუბსიდირო წლის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ობიექტური რეალობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ 2020 წლის რთველში სუბსიდიის სახით ჩავერიოთ, რაც გულისხმობს შემდეგს: როდესაც ...

Read More »

ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად, სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

პორტალის მეშვეობით კომპანიები თავად გეგმავენ და მართავენ სმს კამპანიებს საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლადდანერგილი სმს პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ   მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია. პორტალი სრულად შეიქმნა ბილაინის გუნდის მიერ და პროდუქტის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს ინფორმაციის ზუსტად დამუშავებასა და შემდგომ, მის მიზნობრივად გამოყენებაში. პორტალის ...

Read More »

„კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას“

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი, კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებასა და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ცვლილების პროექტი ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. „საქართველოს დღეს მოქმედი კანონი ...

Read More »