Home » 2020 » July » 01

Daily Archives: July 1, 2020

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, 30 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. საპენსიო ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიჭინაძემ ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებზე და სარგებელზე, რაც ამ მომენტისთვის საპენსიო რეფორმას გააჩნია ყველა მონაწილისთვის. „ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა. საპენსიო სააგენტოს სქემიდან გამსვლელთა რაოდენობა მინიმუმამდეა დასული გასული თვეების მანძილზე, ახლადჩართულ მონაწილეთა ...

Read More »

მაიკ პომპეო – მივესალმებით საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება. პომპეოს განცხადებით, მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. „ჩვენ მივესალმებით ამ კვირაში საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის შესრულებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს მაიკ პომპეო. .@SecPompeo comments on constitutional reform in Georgia and meeting with his Central ...

Read More »

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლი“ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურს ხსნის და ქვეყანაში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმას სთავაზობს. საგურამოს კომპლექსი, უკვე მესამე ობიექტია ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს „სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველდღიური და ...

Read More »

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა 300 და 200-ლარიანი კომპენსაციით?

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. გადაირიცხა სულ 31 364 100 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

Read More »

ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი, მიმდინარე, ან საბარათე ანგარიშები. „დღეის ...

Read More »

2019 წელს წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა 1.3%-ით გაიზარდა

2019 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და 1.83 მილიონი (49.4 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 1.3 პროცენტით და 1.36 მილიონი (36.5 %) შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილი (დიაგრამა №2) და ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის წილი (დიაგრამა №3) 2015-2019 წლებში.

Read More »

2019 წელს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა 2.8%-ით გაიზარდა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 24 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 223.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.52 მილიონი მოსახლე (67.7 %), რაც 2.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია წყალმომარაგების სისტემაზე ...

Read More »

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი დაამტკიცა

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13 წინააღმდეგ დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი აღმოჩნდა წინააღმდეგი. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, დიდი შონავას კანდიდატურის მომხრე 44 დეპუტატი იყო, ოთხი კი წინააღმდეგი. კენჭისყრის კვორუმი იყო 76. შესაბამისად, დოდო შონავას კანდიდატურა არ დამტკიცდა. სამეურვეო საბჭოს წევრად-მეურვედ ასარჩევად გრიგოლ მურღულიას კანდიდატურა წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა – ...

Read More »

სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100 ლარით ეზრდებათ

სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100 ლარით ეზრდებათ. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფო დახმარების ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “შემთხვევითი არ არის დღეს ჩვენი აქ ყოფნა. დღეს სენაკში სასწრაფო დახმარების ცენტრი იხსნება. გარდა ამისა, მინდა განვაცხადო, რომ სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100 ეზრდებათ”, – აღნიშნა მინისტრმა.

Read More »

დღეიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესი. 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. „ამ ეტაპისთვის დანერგილია ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სამინისტროში ახალი და მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. გარდა ამისა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ...

Read More »