Home » 2020 » July

Monthly Archives: July 2020

რამ „გააშეშა“ ლარი – „ჯობდა ეროვნული ბანკი უფრო ადრე ჩარეულიყო ბაზარზე“

არსებული რეალობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ლარს არც კორონავირუსამდე ულხინდა, ხოლო უკვე კორონავირუსის პირობებში მისმა გაუფასურების დონემ ახალ-ახალი რეკორდები დაამყარა. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ლარი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3,5 ლარამდეც კი მიაღწია. ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად კი კორონავირუსისგან წარმოქმნილი გაურკვევლობა დასახელდა. მარტივად რომ ვთქვთ, კრიზისის პირობებში მოსახლეობისთვის მომავალი ბუნდოვანი გახდა, რის გამოც მათ ...

Read More »

სოსო არჩვაძე – „შუქად გვირაბის ბოლოს“ ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ ივნისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა 10.2%-ით ზრდა

2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რთული დრო უდგას საქართველოს ეკონომიკას, მასში პოზიტივი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება და განმტკიცდება, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება. “2020 წლის ივნისში, ...

Read More »

“ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლებით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია”

ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას. მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებითაც. „ბუნებრივია, კლების მთავარი მიზეზია ტურისტული სექტორი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ...

Read More »

6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია

„6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია“, – ამის შესახებ „თიბისი რისერჩის“ კვლევაშია აღნიშნული. კომპანია „თიბისი რისერჩმა“ (TBC Research) საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან პირველად, თბილისში რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება. უშუალოდ „თიბისი ბანკში“ კი, გასული კვირის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 7 პროცენტით არის გაზრდილი. „22-29 ივლისს ...

Read More »

„აფხაზები ქართველებში მტერს ვეღარ ხედავენ“ – პაატა ზაქარეიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პანდემიის ფონზე გაუარესებბული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები თვალშისაცემი გახდა. ამის შესახებ სტატიას journal.zone აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, რუსეთში საუბრობენ, რომ აფხაზეთში ეკონომიკური კრიზისია და აფხაზები ქართველებთან დაახლოებაზე სულ უფრო ხშირად ფიქრობენ. ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი აფხაზებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული პროგრამების კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს. მსგავსი: ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი „აფხაზები ქართველებში მტერს ვეღარ ხედავენ“, ...

Read More »

„სამომავლოდ შესაძლებელია საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგიის გადახედვის ან მისი გაუქმების კუთხით ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. როგორც გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამომავლოდ შესაძლებელია საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს. მისივე განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლის გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, რაც საქსტატის კომპეტენციის სფერო არაა. „ამ კუთხით კონკრეტული ცვლილება არ გვაქვს. იმ დინებით ვაგრძელებთ ...

Read More »

საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი ხაშურის წყლის სისტემების მოდერნიზაციისათვის 65 მლნ ევროს გამოყოფენ

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. როგორც საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო. კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა BMATCH-ზე ივნისში $6 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სავალუტო ბაზარზე რეზიდენტ ბანკებს ივნისში 2.5 მლრდ აშშ დოლარი აქვს ნავაჭრი, მაისთან შედარებით $335 მლნ-ით მეტი. მონაცემები მოიცავს გარიგებებს ყველა არხით და ინსტრუმენტით (სპოტი, სვოპი, ფორვარდები, სებ-ის სავალუტო აუქციონი…). სებ-მა სავალუტო აუქციონზე ივნისში $49 650 000 გამოიტანა (მაისში – $40 მლნ, აპრილში $20 მლნ). ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-მა ივნისში $6 მლნ გაყიდა და სულ, მარტი-ივნისის პერიოდში ...

Read More »

საქართველოს ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან – ლუიზა ვინტონი

„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებს და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო“, – ამის შესახებ გაეროს მუმდივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ...

Read More »

ილჰამ ალიევი – სომხეთის მთავრობის მოქმედი წევრები სოროსის აგენტები არიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის მოქმედი მთავრობის წევრები სოროსის აგენტები არიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ ბალაკენში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „სომხეთში მომხდარი „რევოლუცია“ სოროსისა და მასთან დაახლოებული წრეების მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომეხ ხალხს ეზიზღებოდა წინა მთავრობა და ამას არც მალავდა. სომხეთის წინა მთავრობა ამ ზიზღის ღირსი იყო, მაგრამ მათი შემცვლელი დაჯგუფება წინამორბედებისგან დიდად არ განსხვავდება“ , ...

Read More »