Home » 2020 » June » 29

Daily Archives: June 29, 2020

ლუკაშენკო – “გაზპრომის” ბანკის საშუალებით ბელორუსში 640 მილიონი დოლარი გაათეთრეს

რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა ვითარება, რომელიც წარმოიშვა ბელგაზპრომბანკის საქმესთან და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ვიქტორ ბაბარიკოს დაკავებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ხელისუფლება მოქმედებდა კანონით. ”ბელგაზპრომბანკის მეშვეობით 640 მილიონი დოლარი გაათეთრეს და ლატვიაში გადაიტანეს.”, – განაცხადა ლუკაშენკომ. გამოცემა finanz.ru-ს ინფორმაციით, ფული იგზავნებოდა ABLV ბანკში, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ერთ-ერთი უდიდესი ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. „ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო სანქციების 6 თვით გახანგრძლივების თაობაზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკის ცალკე სექტორებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის საბჭოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს წვდომას უზღუდავს ევროკავშირის პირველადი და ...

Read More »

OMV Petrom-მა შავი ზღვის რეგიონში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group-ში შემავალი OMV Petrom-მა 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა. OMV Petrom-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პიტერ ცაილინგერის განცხადებით, კომპანია ადასტურებს მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელებას შავი ზღვის რეგიონში. „ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში ...

Read More »

თამარ გაბუნია – „დექსამეტაზონმა“ აჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში

„დექსამეტაზონი“ არის პირველი მედიკამენტი, რომელმაც უჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა. რაც შეეხება სოლიდარობის გლობალურ კვლევას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, ისევე როგორც კვლევაში მონაწილე ათეულობით ქვეყანაში, ოთხი დასახელების პრეპარატების გამოყენება იგეგმება, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მედიკამენტების მოწოდება ლოჯისტიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული და მას დრო სჭირდება. თამარ გაბუნიას თქმით, ოთხ მედიკამენტს შორისაა ...

Read More »

ირანმა დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ირანი ინტერპოლს მიმართავს, რათა დახმარება გაუწიონ დონალდ ტრამპის დაკავებაში. თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ...

Read More »

ბადრი ჯაფარიძე: ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. „ლელოს“ ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას. აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ იმედის და მომავლის დაბრუნება რომელიც წაართვეს. „ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ. „ლელო“, მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, მიღებული შედეგები, ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ კონკურენციის სფეროს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა კონკურენციის სფეროში მიღწეულ იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით ...

Read More »

ვფიქრობ, საჭიროა, კერძო სახლებში შეკრებებზე რეგულაციები დაწესდეს – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ ახალგაზრდების უსაფრთხოების და მათი სიცოცხლის დაცვის მიზნით, კარგი იქნება, თუ კანონი გამკაცრდება. არასრულწლოვანი ადამიანების შეკრებები უფროსების გარეშე აიკრძალება, ხოლო სრულწლოვანი ადამიანების დამოუკიდებლად თავშეყრა გაკონტროლდება. ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ პირებს, რომლებიც წვეულებებისთვის კერძო საკუთრებას აქირავებენ, უნდა აეკრძალოთ არასრულწლოვნებისთვის სრულწლოვანი ადამიანის ყოფნის გარეშე ფართის მიქირავება. მისივე თქმით, კერძო პირებს სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უნდა დაევალოთ და ...

Read More »

ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება?

ამის თაობაზე პროგნოზი 20 წლის წინ გააკეთა ნორვეგიელმა სოციოლოგმა, იოჰან გალტუნგმა. მან ადრე საბჭოთა კავშირის კრახი იწინასწარმეტყველა. ამჯერად კი მასმედიამ მისი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული პროგნოზი გაიხსენა. ადრე გალტუნგმა ბერლინის კედლის დაცემა იწინასწარმეტყველა, ამ ფაქტამდე 10 წლის წინ, აგრეთვე საბჭოთა კავშირის კრახი, რის გამოც შტატებში მას ახალი ნოსტრადამუსი უწოდეს. შეერთებული შტატების მომავალთა დაკავშირებით, ის ვარაუდობდა, რომ 2020 წელს აშშ ჩათრეული იქნებოდა ...

Read More »

საქართველოს საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 18.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7 პროცენტი შეადგინა. „2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების ...

Read More »