Home » 2020 » June » 27

Daily Archives: June 27, 2020

გიორგი გახარია – ჯანდაცვა დღეს ქვეყანაში არის ბიზნესი და ეს უნდა გავითვალისწინოთ

ჯანდაცვა არის სახელმწიფოს სოციალური ვალდებულება, მაგრამ ამავე დროს არის ბიზნესი. სხვანაირად დღეს სახელმწიფოს რესურსით, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს განვითარებული ევროპულ დონეზე რაღაც პერიოდის შემდგომ მაინც, შეუძლებელია – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. მთავრობის მეთაურის განმარტებით, სახელმწიფოს ბევრი სხვა სოციალური მიმართულებაც აქვს დასაფარი და შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით ეს შეუძლებელია. „სახელმწიფოს სხვა ...

Read More »

მერკელი – დეზინფორმაციის კამპანია რუსეთის არსენალის ნაწილია, თუმცა მასთან დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები არსებობს

ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია, ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მომხდარი მკვლელობაც, რომელზეც სასამართლო მსჯელობა მიმდინარეობს, სერიოზული ინციდენტია, თუმცა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები მაინც არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რამდენიმე ევროპულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აცნობიერებს თუ არა გერმანია რუსეთიდან მომავალ საფრთხეს. „ერთი მხრივ ჩვენ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, დესტაბილიზაციის მეთოდებს, როგორც რუსეთის ქცევის ნიმუშს. ...

Read More »

„ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოება და სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა“

„დღეს, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს: თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საზოგადოება და სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს. ირაკლი კოვზანაძემ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობით გაატარა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტს რთულ პერიოდში უწევს საქმიანობა, ისევე როგორც მთელ ქვეყანას ...

Read More »

როგორ ჩაანაცვლებს წყალბადი ნავთობპროდუქტებს?

ყველამ, ვისაც ევროპის ენერგოსისტემის მომავლის საკითხი აღელვებს, გერმანიის რეგიონ საქსონიის ქალაქ კუკსჰაფენის სარკინიგზო სადგური უნდა მოინახულოს. ამ სადგურიდან საათში ერთხელ ლურჯი ფერის მატარებელი Coradia iLint გადის. ფრანგული კომპანია Alstom-ს მიერ წარმოებული შემადგენლობა წყალბადზე მუშაობს. კლიმატური თვალსაზრისით ის სრულიად ნეიტრალურია – მისი „გამონაბოლქვია“ – 1 მეტრზე რამდენიმე წვეთი წყალი. სადღეისოდ მისი მომსახურეობა ჩვეულებრივ მატარებელთან შედარებით 3-ჯერ ძვირია, თუმცა, გერმანია ახალ ტექნოლოგიას ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – ხედვების ერთობლიობა „ოცნების“ საქმიანობაში არ იკვეთება, არადა, ელექტორატის 40-45% აუცილებლად დაუსვამს ივანიშვილს კითხვას – რას აპირებთ? რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, პარლამენტმა მეორე მოსმენით, 115 ხმით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ, ამჯერად ეს საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ „ევროპული საქართველოს“ გარეშე მოხდა. ისეთი პირი უჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მოხდება. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ, რა სურათს მივიღებთ? – როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საერთო სურათი არ შეიცვლება. თუმცა, ვერც პოლიტიკური სპექტრი და ვერც საზოგადოება ვერ გარკვეულა, თუ რა რეალობა გვაქვს. ჩვენ არ ვიცით საზოგადოების განწყობის შესახებ პოლიტიკური აქტორების მიმართ. ჩვენ შევეგუეთ ვითარებას, როცა საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში არ იზომება. სოციოლოგიური კვლევები ტარდება არა საზოგადოების განწყობის შესასწავლად, არამედ საზოგადოებრივი ...

Read More »

„მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-18 წლებში ბიზნესში მილიარდი ლარი დარჩა“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 2017-2018 წლებში ბიზნეს სექტორში 1 მილიარდ ლარზე მეტი დარჩა. „მოგების გადასახადის ესტონური მოდელი – ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ამ რეფორმის განხორციელება. 2019 წელს კომიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 2017-2018 წლებში მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორში დარჩა 1 მილიარდ ლარზე მეტი; ლიკვიდური აქტივების შედეგად, რომლებიც ბიზნესმა კომპანიის განსავითარებლად ...

Read More »

მაგთიკომის მადა კიდევ ერთხელ დაიბლოკა

კომპანია „მაგთიკომი“ 25-ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ. ” კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25“-ის გაუქმება და ...

Read More »