Home » 2020 » June » 26

Daily Archives: June 26, 2020

დავით ზეიკიძე მოსამართლე ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს, კორუფციის გამო, მოწმეების ჩვენებების, მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

 „ლიდერფუდთან“ დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესში, რომელიც 15 მლნ აშშ დოლარის მოცულობის წილის მხარისთვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიკუთვნებას შეეხება, კიდევ ერთი ახალი მნიშვნელოვანი დეტალი გაჩნდა. კერძოდ, მოპასუხე მხარის, დავით ზეიკიძის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა უზენაეს სასამრთლოს დამატებითი განცხადებით მიმართა, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. მან ასევე მოითხოვა, რომ რომ საქმე განსახილველად დიდ ...

Read More »

„სირცხვილია ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი არაკომპეტენტური განცხადების გაკეთება, როგორიცაა ლარის მასასა და კურს შორის კავშირის უარყოფა“

ჩემი აზრით სირცხვილია ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი არაკომპეტენტური განცხადების გაკეთება როგორიც გახლავთ ლარის მასასა და კურს შორის კავშირის უარყოფა მე ვურჩევდი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ლარის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ეს განცხადება „მსოფლიოს სავალუტო ფონდს“ ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება სსფ-მ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთგვარი პასუხიც იყო. ამას ...

Read More »

„მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება, როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. კომუნიკიაციების კომისიის მიერ მიღებული ახალი ...

Read More »

მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული კაშხლოვანი ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი). მრავალფუნქციური კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები მრავლად გვხვდება აშშ–სა და ევროპაში. დიდწყალსაცავიან ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის არაერთი ...

Read More »