Home » 2020 » June » 24

Daily Archives: June 24, 2020

ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ, გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება – ვოლსკი აზარტული თამაშების რეგულირებაზე

„ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, არის მიდგომები, სწორი ხედვა. ყველასთვის მისაღებია და მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნიდან უკონტროლოდ გაედინება ვალუტა, თანხა და არ არის კონტროლი საგადასახადო სისტემაზე. ეს მოგვარდა და მეორე, სოციალური ნაწილია, რომელიც უნდა მოგვარდეს. მზად არის ყველაფერი, დევს. ამიტომ, მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ...

Read More »

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისა და ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ითვალისწინებს, კერძოდ: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვრება 9 წევრით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა 2-ის ნაცვლად – სამით. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის ...

Read More »

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – პირველი ფოტოები გავრცელდა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია ზედ­გი­ნი­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე” სას­წავ­ლებ­ლის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს და წერს: “ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. სად იცხოვ­რე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი? სად იცხოვ­რებს აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი? სად და რო­გორ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტის და სხვა პროგ­რა­მე­ბი? და ა.შ. ჰოდა, აი აქ და ამ გა­რე­მო­ში იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ეს კი, მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ფა­ზაა, რო­მე­ლიც მზა­და­აა მი­ი­ღოს სტუ­დენ­ტთა პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ახლა – ...

Read More »

ქართული საწარმო, რომელიც Tommy Hilfiger-ის, Zara-ს და H&M-ის ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა

ქართული საწარმო MGMTex გაკოტრდა. საწარმოს გაკოტრების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში უკვე აისახა. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საწარმო ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავდა ტანსაცმელს, ...

Read More »

Apple Pay – მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკშია

ბაზისბანკი თავის მომხმარებელს უკვე სთავაზობს Apple Pay-ს, სწრაფ და მოსახერხებელ მობილურ გადახდებს. Apple Pay კომპანია  Apple-ის  მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს  iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ...

Read More »

მეტროში მიმდინარე სამუშაოები დათქმულ ვადაზე 3 თვით გვიან დასრულდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მიმდინარე სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა და ის დათქმულ ვადაზე სამი თვით გვიან დასრულდება. „მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო და იმ რეჟიმით ვერ მიმდინარეობდა მუშაობა. საზღვრები იყო ჩაკეტილი და აგრეგატები უნდა ჩამოსულიყო უცხოეთიდან. ეს არის გამნიავებელი სისტემა, დაახლოებით, 30 გამნიავებელი სისტემა უნდა ჩამოვიდეს და ამან გარკვეული შეფერხება გამოიწვია და სამი თვით გვიან დასრულდება სამუშაოები. პრობლემა, ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – სხვათაშორის კაბინეტი ზელინსკის კაბინეტის თავზე მაქვს

“თქვენ, რომ იცოდეთ, ახლა კაბინეტისკენ არ მივისწრაფვი. სხვათა შორის კაბინეტი ზელინსკის კაბინეტის თავზე მაქვს და იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, უბრალოდ რომ მცოდნოდა სად იყო. მე კაბინეტზე ალერგია მაქვს. მაგრამ, რა იქნება საქართველოში, როგორი იქნება ჩემი როლი სქართველოში, უკრაინაში, ერთად შევხედოთ. არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. თვითმფრინავის საჭესთან, მანქანის საჭესთან, ფორმულის საჭესთან. ვნახოთ, რა იქნება”. – განაცხადა ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი

„2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას. ანტკრიზისული გეგმა და შესაბამისად ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს როგორც კოვიდინფექციასთან ბრძოლას, ასევე სოციალურ მიმართულებებს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის დახმარებებს და ბიზნესის მხარდაჭერასაც, ამავე დროს, იგი ქმნის სასტარტო პირობებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ეკონომიკა მალევე იქნას გადაყვანილი სწრაფი განვითარების რეჟიმში“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ...

Read More »

არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართა

ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოს დამატებითი განცხადებით მიმართა. განცხადებაში დეტალურადაა ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. კბილაშვილი მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები იქნა ჩადენილი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს კანონის მოთხოვნა, რომელიც სარჩელის ჩაბარების წესებს ითვალისწინებს, უგულებელჰყვეს არსებითი ხასიათის ...

Read More »

თიბისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

პირველად საქართველოში, აქ და ახლა თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.   კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“  მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს.   კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური ბანკის ING – ...

Read More »