Home » 2020 » June » 23

Daily Archives: June 23, 2020

აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან. აფბას განცხადებით, კომუნიკაციების კომისიაში 25 ივნისს გაიმართება ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამ გადაწყვეტილების მიღების ...

Read More »

თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „აუქციონში შვიდი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 167 650 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.530 პროცენტით, მაქსიმალური 8.730 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.668 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. ...

Read More »

3 წლის განმავლობაში, ამერიკაში მამაკაცმა ლატარეაში 4 მილიონი დოლარი მეორედ მოიგო

ამერიკაში მიჩიგანის შტატში მამაკაცმა ლატარეაში 4 მილიონი დოლარი ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ლატარეის გათამაშების ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ მარკ კლარკი, სავარაუდოდ, მონროს ოლქის ყველაზე იღბლიანი ბინადარია, რადგან მან ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ მოიგო ჯეკპოტი. „არ ფიქრობ, რომ რამდენიმე მილიონს თუნდაც ერთხელ მოიგებ, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ არც კი გაიფიქრებ, რომ ეს ორჯერ შეიძლება ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენი: ფიტნეს დარბაზები და აუზები უმოკლეს ვადებში გაიხსნება

„ვთანხმდებით იმ სტანდარტებზე და რეგულაციებზე, რაც ფიტნესისა და აუზების ბიზნესის გასახსნელად არის აუცილებელი. რაც შეეხება ვადებს, ამ კონკრეტულ მომენტში თარიღს ვერ დავასახელებ“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჯერ კიდევ არაერთი საკითხია შესათანხმებელი, რომელიც ამ სექტორის გასახსნელად არის საჭირო. როგორიც კი ჩვენ შევთანხმდებით, ჯანდაცვის ...

Read More »

დეველოპერული კომპანია m2 „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას დაასრულებს

23 ივნისს, 11 საათზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს. თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახის რეალობა რადიკალურად შეიცვალა. ისინი მალე მიიღებენ ბინას, რომელსაც, წლების განმავლობაში, უიმედოდ ელოდნენ. m2 მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის ...

Read More »

„სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკის ხელმღვანელობას არ ესმის ეკონომიკური ჭეშმარიტება, რომელიც წესით ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტმაც უნდა იცოდეს“

„პრობლემა არის ფუნდამენტალური – ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა“  ლარის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ეს განცხადება „მსოფლიოს სავალუტო ფონდს“ ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება სსფ-მ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს ლარის მკვეთრი გაუფასურების ერთგვარი პასუხიც იყო. ამას მოჰყვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება, რომელიც მიმდინარე თვის პირველ ნახევარში შედგა, და, სადაც გვენეტაძეს დეპუტატების ...

Read More »

საერთაშორისო ვიზიტორების გარეშე დარჩენილი ტურიზმის სექტორი ადგილობრივი ტურისტების იმედად დარჩა

სექტორი ამ სეზონზე უცხოეთიდან არავის ელოდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი ვექტორი უკვე მრავალი წელია ტურიზმია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივად ქცეულ ტურიზმის სექტორს დღეს ყველაზე მეტად უჭირს. პანდემიურმა პროცესმა, სხვა დანარჩენთან ერთად, საზღვრების ჩაკეტვა და მობილობის შეზღუდვა გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით. შედეგად, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია ...

Read More »

კახა კალაძე: საცხოვრებელ ბინებს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს

მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საცხოვრებელ ბინებს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. მერის განცხადებით, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახის რეალობა რადიკალურად შეიცვლება და ისინი მალე მიიღებენ ბინას, რომელსაც, წლების განმავლობაში, უიმედოდ ელოდნენ. „მინდა, მივულოცო 400-მდე ოჯახს, რომლებიც ...

Read More »

„თიბისიმ“ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან, ექსპორტის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი დოლარის ფინანსირების შესაძლებლობა მოიპოვა

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA), ექსპორტის საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში (GSM 102), საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისთვის 30 მილიონი დოლარის ლიმიტი გამოყო. „თიბისი“ პროგრამის ერთადერთი მონაწილე ბანკია საქართველოდან. „არსებულ რეალობაში, რომელიც ბიზნესსექტორისთვის გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობის ფინანსირების მიმართულების განვითარება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან ექსპორტის პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაჭრობის ფინანსირების ლიმიტი, ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ და ხელსაყრელ დაფინანსებას ...

Read More »