Home » 2020 » June » 22

Daily Archives: June 22, 2020

ქობულეთში მოცვის ბაღი გაშენდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში 11 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღი გაშენდა, სადაც დასაქმებულია 30 ადამიანი. მოსავლის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება, ასევე გავა ექსპორტზეც. პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის” და ,,დანერგე მომავლის’’ ფარგლებში განხორციელდა.

Read More »

მამუკა ხაზარაძე – ჭიათურა არასწორი ბიზნესპოლიტიკის მსხვერპლია

ის, რაც ჭიათურაში ხდება, უნდა დასრულდეს. მოსახლეობისთვის პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული, რომელსაც სათავეში მძარცველური ბიზნესი უდგას. ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ შევეგუებით, რასაც ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჭიათურაში პარტიის რეგიონული ოფისის გახსნისას განაცხადა. მან მოსახლეობას წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო ხედვები გააცნო. „ლელოს” ლიდერმა რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებსა და მის გამომწვევ ...

Read More »

გვანცა მურღვლიანი: თიბისის ამბიციაა, შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი

თიბისი ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტად ავითარებს. ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი ამ სფეროში არსებულ პოტენციალზე საუბრობს. „ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი, რომელსაც არამხოლოდ თიბისი, არამედ სხვა კომპანიებიც გამოიყენებს, სწორედ ამიტომ ვავითარებთ IT აკადემიას და სხვადასხვა კურსით ვზრდით კვალიფიციურ ახალგაზრდებს. დღეს ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. მეორე მხრივ, 2019 წელს ეჯაილ ტრანსფორმაციით მიღებულმა გამოცდილებამ იმაშიც ...

Read More »

თიბისი ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდს 35 %-ით ზრდის

თიბისი, როგორც რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და 2020 წელს ამ მიმართულებით 200-მდე თანამშრომელს დაასაქმებს, რაც დაახლოებით 35%-ით გაზრდის ტექნოლოგიურ პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას. ისინი კომპანიაში ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, როგორიცაა iOS და Android დეველოპერი, Back-end და front-ent  დეველოპერი, CJE (customer journey expert) – ციფრული სერვის ექსპერტი, სისტემის ანალიტიკოსი, UX და UI დიზაინერები და სხვა. გლობალური პანდემიის ...

Read More »

ინფექციონისტების მადლობა „ზედაზენს“

ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიას“ ინფექციონისტები ესტუმრნენ. ექიმებმა დაათვალიერეს საწარმო, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესებს და რეკომენდაციები გაუწიეს კომპანია „ზედაზენის“ თანამშრომლებს. „მიუხედავად რთული პერიოდისა, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ინფექციონისტების ჯგუფთან ერთად ზედაზენის წარმოებას ვეწვიეთ და მადლობა გადავუხადეთ ყურადღებისთვის, რომელსაც კომპანია გასული ოთხი თვის განმავლობაში, რეგულარულად იჩენდა ჩვენს მიმართ. თავის მხრივ, ზედაზენის თანამშრომლების კითხვებს ვუპასუხეთ კოვიდ 19-ის სეზონური ინფექციების საკითხებთან დაკავშირებით. მოგვეცა საშუალება ...

Read More »

ეროვნული ბანკის მიერ, სავალუტო ინტერვენციები ქაოტურად ხორციელდება

სავალუტო ინტერვენციები ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინსტრუმენტია, რომელიც ცენტრალურ ბანკს გააჩნია და რომლითაც მყისიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სავალუტო ბაზარზე. მაგალითად, გასულ კვირას როდესაც ლარი გაუფასურების ტრენდით ხასიათდებოდა სებ-მა 20 მლნ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, რითიც შეაჩერა ლარის გაუფასურება და თუ უკანასკნელ ტენდენციას შევხედავთ, ის გამყარების მიმართულებითაც დაიძრა. თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ გასული კვირის 20 მლნ ინტერვენცია იმ იშვიათ ...

Read More »

იაგო ხვიჩია – პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი მარიხუანას მომხმარებლებსაც უნდა ჰყავდეთ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დეპუტატების ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 2016 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მარიხუანაზე შარდის შემოწმება, როგორც აუცილებელი ატრიბუტი, აბსურდული და სასაცილოა. ამასთან, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს პარლამენტში წარმომადგენელი, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. „პარლამენტის წევრებს აერთიანებთ ერთი უცნაური რამ – ეს არის შარდის სიწმინდე. ადამიანს როდესაც მანდატს აძლევენ მოქალაქეები, ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: ანტიდემპინგური კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება

პარლამენტმა პირველის მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ საკითხზე მოკვლევის ორგანოს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს. სააგენტო, დემპინგური იმპორტის შესწავლას, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, კონკრეტული პროდუქტის შესახებ დაიწყებს. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, დაადგინოს, იყიდება თუ არა იმპორტირებული პროდუქტი დემპინგური ფასებით. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ აცხადებს, რომ პროცესის ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა ტექნიკას

დღეს ჩვენ ხელ მოვაწერთ შეთანხმებას, რომლითაც, ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის, მორიგი რეფორმის შესრულებას ვიწყებთ. რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნება თანამედროვე, NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტის, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა“ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი შეთანხმებით, ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე – NATO-ს არაწევრი ქვეყნების მიერ წარმოებულ, მოძვეებულ სპეციალურ ტექნიკას. მოგეხსენებათ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს სამხედროებს, ...

Read More »

„თიბისი დაზღვევა“ 2018 წლიდან უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, როგორც ბაზრის წილის, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, კომპანია კვლავ პირველია. „თიბისის“ ინფორმაციით, 2020 წელს, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 5 822 840 ლარი აუნაზღაურა. აქედან 1 094 652 ლარი – დისტანციურად. კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი დაზღვეულთა მოთხოვნებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ ...

Read More »